მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ბანკებმა Google Pay-ის შეთავაზების შანსი სწრაფად აიტაცეს" - Mastercard-ის რეგიონალური დირექტორი

637b0e20edb00
მარიამ დემეტრაშვილი
20.11.22 22:10
1647
საქართველოსა და სომხეთში „მასტერქარდის“ გენერალური მენეჯერის განცხადებით, ქართულმა ბანკებმა Google Pay-ის შესაძლებლობა საკმაოდ სწრაფად აიტაცეს. 

BMGtv-ის გადაცემა „Forbes კვირა“-ში დავით ზღუდაძემ აღნიშნა, რომ უკონტაქტო გადახდების მიმართულებით, ჩვენი ქვეყანა მსოფლიო რეიტინგის ხუთეულშია და ის მოწინავე პოზიციებს იკავებს ასევე ელექტრონული საფულეებით გადახდის მაჩვენებლით.

„უკონტაქტო გადახდების მიმართულებით გლობალური რეიტინგის ხუთეულში შევდივართ. ახლა ლიდერობის მეორე ელემენტი გვიჩნდება - ეს არის ელექტრონული საფულეებით გადახდა. უკვე შესაძლებელია ციფრული ბარათებით განვახორციელოთ გადახდები და აღარ არის საჭირო ფიზიკური ბარათი. Apple თითქმის 4 წლის წინ შემოვიდა საქართველოში, Google Pay-მ ცოტა დაიგვიანა. საბანკო სექტორმა საკმაოდ სწრაფად აიტაცა ეს შანსი, რომ Google pay შეეთავაზებინა მომხმარებლებისთვის. თუ ხარ ნებისმიერი ბანკის მომხმარებელი, მცირე გამონაკლისების გარდა, უკვე შეგიძლია, რომ ფიზიკური ბარათი გააციფრულო და ელექტრონულ საფულეში ჩასვა“, - განაცხადა დავით ზღუდაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები