მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"BARTA-ს კონკურსი უცხოელი ინვესტორებისთვის საქართველოს სავიზიტო ბარათია" - მაია მელიქიძე

6373b3e88d088
BM.GE
15.11.22 20:30
465
საუკეთესო წლიური ანგარიშის და გამჭვირვალობის კონკურსზე (BARTA) განაცხადების მიღება დასრულდა. კონკურსის მიზნებსა და უკვე მიღებულ შედეგებზე სემეკის წევრმა და ERRA-ს პრეზიდენტმა მაია მელიქიძემ გადაცემა "ქალების ნარატივში" ისაუბრა. მისი თქმით, კონკურსი საქართველოში უცხოელი ინვესტორების მოზიდვისთვის მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა, რაც კომპანიების კონკურსში ჩართულობასაც ზრდის.

"ჩვენი საკმაოდ რთული გეოგრაფიული მდგომარეობიდან გამომდინარე გამოწვევა ინვესტორების მოზიდვაა, თუმცა, გვაქვს შესაძლებლობა, რომ ბევრი უცხოელი ინვესტორისთვი საკმაოდ საინტერსო ქვეყანა გავხდეთ. როდესაც ისინი მოდიან ქვეყანაში, სვამენ კითხვას, როგორი ფინანსური მდგომარეობაა, გასაგებია, რომ საბაკო სექტორი კარგად არის გამართული, მაგრამ აინტერესებთ კომპანიები,როგორ ვითარდებიან, ამ კითხვაზე პასუხი ისაა, რომ ჩვენ გვაქვს BARTA-ს კონკურსი, სადაც შეუძლიათ გაეცნონ მონაწილე კომპანიებს, ჩვენი კრიტერიუმებიდან გამომდინარე კი, აღნიშნულ კონკურსში კომპანიის მონაწილეობა უკვე ნიშნავს იმას, რომ ის ფინანსურად მდგრადია, რაც ამ ვითარებაში ყველაზე მნიშვნელოვანია,"- განაცხადა მაია მელიქიძემ.

BARTA-ს კონკურსის კრიტერიუმებზე საუბრისას მელიქიძე აღნიშნავს, რომ კომისია აქამდე კომპანიის ფინანსურ განვითარებას ადევნებდა თვალს, "კოვიდ" პანდემიის შემდეგ, კი მოქნილობა და სიახლეების მიმართ ადაპტირებაც მნიშვნელოვანი გახდა.

"ეს არის ახალი კრიტერიუმი, რომელიც კონკურსის ჩამონათვალ კრიტერიუმებს ემატება. ნებისმიერი კომპანია, რომელიც მონაწილეობას იღებს,თუნდაც ვერ გაიმარჯვოს, შეფასებებიდან გამომდინარე მომავალი წლისთვის აუმჯობესებს ამ კრიტერიუმებს და ჩემთვის, როგორც კომისიის წევრისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია, თუ სად იყო კომპანია ერთი წლის წინ და სად არის ახლა, რადგან თუ ის წინ არ მიიწევს და არ ვითარდება, მაშინ უკან დგამს ნაბიჯებს და საერთაშორისო სტანდარტებზე ფეხის აწყობა აუცილებელია. ახლო მომავალში ჩვენ ვგეგმავთ, რომ გავამრტივოთ კრიტერიუმები, გავხადოთ უფრო მარტივი და ცხადი, რადგან ყველა სფეროს წარმომადგენლებისთვის უფრო მეტად მიმზიდველები გავხდეთ,’’ - აცხადებს მაია მელიქიძე.

რაც შეეხება ქართული კომპანიების კონკურსით დაინტერესებას, მელიქიძის ცნობით, წლიდან წლამდე, როგორც აქტიურობა, ისე ნდობაც სულ უფრო მეტად იზრდება:"ამასთან ერთად მაღლდება ნდობის ხარისხიც, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ჩვენ ფინანსურ კონტექსტში ერთმანეთს აუცილებლად უნდა ვენდობოდეთ".

ინფორმაციისთვის, BARTA 2019 წელს ევროკავშირის და მსოფლიო ბანკის ფინანსური ჩართულობის და ანგარიშვალდებულების ერთობლივი პროექტის ფარგლებში დაარსდა, მას შემდეგ რაც ევროკავშირმა კორპორაციული ფინანსური ანგარიშგებების ფუნდამენტური გადახედვის ინიციატივა წამოაყენა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები