მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ბათუმის პორტის“ მმართველ „ყაზტრანსოილის“ მენეჯმენტში ცვლილებაა

625d1954594ae
ნინო ტაბატაძე
18.04.22 12:07
1072
„ბათუმის პორტის“ მმართველ „ყაზტრანსოილის“ მენეჯმენტში ცვლილებაა.

კომპანიის ცნობით, 14 აპრილიდან, ვადაზე ადრე შეუწყდა უფლებამოსილება მმართველი საბჭოს წევრს არმან მაიკენოვს. დირექტორთა საბჭოს გადაწყვეტილებით, 15 აპრილიდან , მის ნაცვლად მმართველ საბჭოში შევიდა გაზიზ კაშანოვი.

უფრო ადრე 12 აპრილიდან კომპანიის გენერალური დირექტორი თალგატ კურმანბაევი „ყაზტრანსოილის“ დირექტორთა საბჭოს წევრი გახდა. ამ დროისთვის „ყაზტრანსოილის“ დირექტორთა საბჭოში არიან: დანიარ ბერლიბაევი, რომელიც დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარეა, ასევე მარლენ ორაზბეკოვი, თალგატ კურმანბაევი, ვინიშიუს აგოსტინი, ალბერტო მარტინესი და ადრიან ფეისინე.

„ყაზტრანსოილი“ მაგისტრალური ნავთობსადენის მფლობელი ნაციონალური ოპერატორია და შედის „ყაზმუნაიგაზის“ ჯგუფში. ის არის „ბათუმის ნავთობტემინალის“ მფლობელი. „ბათუმის ნავთობტერმინალის“ მეშვეობით კი, მართვაში აქვს აღებული „ბათუმის საზღვაო ნავსადგური“.

აღსანიშნავია, რომ მარტის ბოლოდან რამდენიმე ცვლილება მოხდა  „ყაზმუნაიგაზის“ ქართულ შვილობილებშიც."ბათუმის ნავთობტემინალის" გენერალური დირექტორის სავარძელი ვადაზე ადრე დატოვა მურატ ჯუმადილლაევმა. მის მოვალეობას დროებით ასკერ ჟაპაროვი ასრულებს.

"ბათუმის საზღვაო ნავსადგურში" ვადაზე ადრე შეუწყდა უფლებამოსილება სამეთვალყურეო საბჭოს წევრებს: ჩინგიზ სეისეკენოვს, ელენა დრუზს და მურატ ჯუმადილლაევს. მათ ნაცვლად საბჭოში შევიდნენ ერიკ საგიევი და დაირ კულიკეევი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები