მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ბაზისბანკის" მხარდაჭერით ამბროლაურში ვენახები გაშენდა

64b8d68e4ddb5
BM.GE
20.07.23 10:36
443
ბაზისბანკი აქტიურად განაგრძობს აგრო მიმართულების პროექტების მხარდაჭერას. ბანკის ფინანსური ჩართულობით, ამბროლაურის რაიონ სოფელ ღადიშში, ალექსანდროულის და მუჯურეთულის ჯიშის ვენახები 20 ჰა ფართობზე გაშენდა.

ვენახების გასაშენებლად, ბაზისბანკის მიერ გაწეულმა ფინანსურმა მხარდაჭერამ 1 მილიონი ლარი შეადგინა.

აგრო მეწარმე გრიგოლ ლომთაძემ ალექსანდროულის და მუჯურეთულის ჯიშის ვენახები ჯამში 20 ჰექტარზე გააშენა, საიდანაც ერთ ჰექტარზე ვაზის 4,500-მდე ნერგი დაირგო. ვენახები სრულად არის გამართული თანამედროვე სარწყავი სისტემებით.

მოსავლის მიღება 2024 წლიდან დაიწყება და პროდუქციის რეალიზება სრულად ქართულ ბაზარზე განხორციელდება. სამომავლოდ კი, მოსავლიანობის ზრდასთან ერთად, დაგეგმილია საკუთარი ღვინის წარმოება და პროდუქციის რეალიზაცია როგორც ადგილობრივ, ასევე უცხოურ ბაზრებზე. ვენახებში სრულად ადგილობრივი მოსახლეობაა დასაქმებული.

„ბაზისბანკთან ჩვენი პარტნიორობა ძალიან წარმატებულად დაიწყო. ბანკის ფინანსური მხარდაჭერის გარეშე, ზემოთაღნიშნული პროექტი ვერ განხორციელდებოდა. სამომავლოდ, რა თქმა უნდა ისევ ბაზისბანკთან თანამშრომლობით, ვგეგმავთ გავფართოვდეთ, მივიღოთ მეტი მოსავალი და განვახორციელოთ ახალი პროექტები.“ - აღნიშნა აგრო მეწარმე გრიგოლ ლომთაძემ.

„ყოველთვის მხარს ვუჭერთ და ვაღრმავებთ თანამშრომლობას სოფლის მეურნეობის სფეროში მოღვაწე მეწარმეებთან და ვქმნით ახალ შესაძლებლობებს ბიზნესის წარმატებული საქმიანობისთვის. ეკონომიკურად გამართული ყოველი ახალი პროექტი და შექმნილი ახალი სამუშაო ადგილები ხელს უწყობს ქვეყნის ეკონომიკურ გაძლიერებას. გვჯერა, რომ ბაზისბანკის ფინანსური ჩართულობა წარმატებული იქნება და ჩვენი პარტნიორობა გაფართოების კიდევ მეტ შესაძლებლობას მისცემს მეწარმეს მომავალში.“ - ბაზისბანკის აგრო ბიზნესის მიმართულების უფროსი, შმაგი ბრეგაძე.


(რ)

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები