მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ბელარუსი ამ ნაბიჯით ძალიან ახლოს მივიდა საქართველოსთან ურთიერთობის წითელ ხაზთან" - შალვა პაპუაშვილი

6334936d58ae8
ალა ისპირიანი
28.09.22 22:25
1268
"ბელარუსი ამ ნაბიჯით ძალიან ახლოს მივიდა საქართველოსთან ურთიერთობის წითელ ხაზთან" - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა "რუსთავი 2"-ის ეთერში ბელარუსის პრეზიდენტის ალექსანდრე ლუკაშენკოს აფხაზეთში ვიზიტის შესახებ განაცხადა.

პაპუაშვილის თქმით, ხელისუფლება ბელარუსიიდან განმარტებას ელოდება.

"ეს ჩასვლა, ეს ნაბიჯი არღვევს საქართველოს კანონს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ, ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართალს და გარდა ამისა ეს ეწინააღმდეგება იმ ურთიერთობას, რომელიც საქართველოს ბელარუსს შორის არის. იმედი გვაქვს ბელარუსი საერთაშორისო სამართლის აღიარებულ პრინციპებს დაუბრუნდება.

საქართველოს მხრიდან მოთხოვნილ იქნა განმარტებები და ეს განმარტებები უნდა იქნას წარმოდგენილი. ბელორუსია ამ ნაბიჯით ძალიან ახლოს მივიდა საქართველოსთან ურთიერთობის წითელ ხაზთან და მნიშვნელოვანია ეს წითელი ხაზი გადაკვეთილი არ იქნას", - ამბობს პაპუაშვილი.

აფხაზეთში არაოფიციალური ვიზიტით ბელარუსის პრეზიდენტი ჩავიდა.