მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ბევრი კომპანია საპენსიო რეფორმას არასწორად ასრულებს" - დავით პაპიაშვილი

6476e8a2c49ab
თინათინ ნატმელაძე
31.05.23 10:39
1270
"მე ეჭვი არ მეპარება, რომ არსებობენ კომპანიები, რომლებიც საპენსიო შენატანების ვალდებულებას ან არ ასრულებენ, ან არასრულად ასრულებენ და მე იმასაც არ გამოვრიცხავ, რომ ის 2% დაკავებული ჰქონდეთ თანამშრომლისთვის", - აცხადებს აუდიტორული ფირმა "კრესტონ ჯორჯიას" მმართველი პარტნიორი დავით პაპაშვილი.

მან საპენსიო რეფორმის შესრულების პროცესში გამოკვეთილი პრობლემების გამომწვევ მიზეზებზე "საქმის კურსში" ისაუბრა და აღნიშნა, რომ საპენსიო სააგენტოს შემოწმებები ბევრად ადრე უნდა დაეწყო.

"დაახლოებით ხუთი წელია, რაც საპენსიო რეფორმა ამოქმედდა და ჩვენ ყოველ წელს ვკითხულობთ, კეთილსინდისიერად მიმდინარეობს თუ არა დაკავების ვალდებულების შემოწმება, კონტროლი, რომელი სამსახურის მიერ ხორციელდება აუდიტი და ასე შემდეგ, საპენსიო სააგენტოს ოფიციალური სტრუქტურა აუდიტის მიმართულებით არ ჰყავს და ჩემი აზრით, ეს პრობლემები, რაც ამჟამად სექტორში არსებობს, გამოწვეულია იმით, რომ შემოწმება არ მომხდარა და შედეგად ორი მიმართულების პრობლემა მივიღეთ - ერთის მხრივ, მე ეჭვი არ მეპარება, რომ არსებობენ კომპანიები, რომლებიც ამ ვალდებულებას ან არ ასრულებენ, ან არასრულად ასრულებენ და მე იმასაც არ გამოვრიცხავ, რომ ის 2% დაკავებული ჰქონდეთ თანამშრომლისთვის.

ამის პარალელურად უცნაურია, რომ საპენსიო სააგენტოს მიერ დაწყებული კონტროლიც არ იყოს მისაღები, რადგან, ფაქტია, რომ კონტროლის არ არსებობის შედეგად, საკმაოდ ნეგატიური შედეგები მივიღეთ. გაცილებით ადრე უნდა დაწყებულიყო შემწომების პროცესი, მასობრივად ბევრ გადამხდელს მიუვიდა გამაფრთხილებელი შინაარსის წერილები, რომ მათ შეცდომით აქვთ დეკლარირებული საპენსიო განაკვეთები", - აცხადებს პაპიაშვილი.

მისივე თქმით, აღნიშნული გამწვევების აღმოსაფხვრელად, მომავალში საკანონმდებლო ჩარჩოს შექმნა, რეგულარული კონტროლის დაწესება და საინფორმაციო ბაზების გაერთიანებაა საჭირო.

შეგახსენებთ, რომ საპენსიო სააგენტო ბიზნესისგან საპენსიო შენატანებში დანაკლისების გასწორებას ითხოვს, ბიზნესის ნაწილი კი, არასწორი მონაცემების შემცველი წერილების მიღებაზე აცხადებს. იმ საკითხის კონტროლი, თუ რამდენად სწორად ასრულებენ დამსაქმებლები საპენსიო სააგენტოს მიმართ კანონით განსაზღვრულ ვალდებულებებს საპენსიო სააგენტომ აპრილში დაიწყო. აღმოჩნდა, რომ ბიზნესის წარმომადგენლების მიერ, საპენსიო შენატანების შესახებ ინფორმაცია გადახდის წყაროსთან დასაკავებელი გადასახადების დეკლარაციებში ასახულ ინფორმაციებს არ ემთხვევა და სააგენტო მათ ხარვეზის გამოსწორებისკენ მოუწოდებს. თავად ბიზნესი კი, ამბობს, რომ საპენსიო შენატანებთან დაკავშირებული ყველა ის საკითხი რომელიც ყველა პრაქტიკოსს ბუღალტერს აწუხებს 5 წლის წინ საპენსიო რეფორმის ამოქმედების მომენტშივე იყო იდენტიფიცირებული, თუმცა ამის აღმოფხვრისთვის ნაბიჯები არ გადადგმულა, ამიტომ წინა პერიოდის საპენსიო შენატანის მოთხოვნა არასწორია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები