მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ბიზნესი სულელი ადამიანების ხელში არ არის რომ ვერ ხვდებოდნენ, რა მნიშვნელობა აქვს კვალიფიციური პერსონალის შენარჩუნებას"

64c2748ac84a6
ინგა მურუსიძე
28.07.23 00:00
778
ბიზნესი ნამდვილად არ არის სულელი ადამიანების ხელში, რომ ვერ ხვდებოდნენ, თუ რამხელა მნიშვნელობა აქვს, კვალიფიციური პერსონალის შენარჩუნებას და ყველაფერს აკეთებს მათ შესანარჩუნებლად, - ამის შესახებ „დიოს“ დამფუძნებელმა, თამაზ დაუშვილმა BMG-ის გადაცემა „ანალიტიკას“ ეთერში სტუმრობისას განაცხადა.

„ორი გორისხელა ქალაქი წავიდა საქართველოდან, რაც ნამდვილად შემაშფოთებელია. ამას თავისი მიზეზები აქვს - ადამიანები აქედან მიდიან რამდენიმე მიზეზის გამო - შეიძლება ვიღაცამ თქვას, რომ ბიზნესი არ იმეტებს ხელფასებს, თუმცა რადიკალურად არის შეცვლილი გაცემული ხელფასების მაჩვენებელი. ბიზნესი ნამდვილად არ არის სულელი ადამიანების ხელში, რომ ვერ ხვდებოდნენ, თუ რამხელა მნიშვნელობა აქვს, კვალიფიციური პერსონალის შენარჩუნებას და ყველაფერს აკეთებს მათ შესანარჩუნებლად.

მე საშუალო ბიზნესს წარმოვადგენ და ჩვენთვის თითოეული ადამიანი ძალიან მნიშვნელოვანია და ვიბრძვით, რომ თითოეული მათგანი დარჩეს ჩვენთან, თუმცა რაღაცა არსებობს, რის იქითაც უბრალოდ ჩვენი რესურსი იწურება. როცა ადამიანებს ვეუბნებით, რომ მუშაობს ისიც და მისი მეუღლეც, ზრდის პერსპექტივაც აქვს, რატომ მიდის, საბოლოო პასუხი ყველასგან არის, რომ საქართველოს მომავლის აღარ სჯერათ და პერსპექტივას ვერ ხედავენ. ანუ, შესაძლებელია, ოჯახების შემოსავალი მნიშვნელოვნად არ გაიზარდოს, მაგრამ როცა ფიქრობენ, მათი შვილები სად იზრდებიან, რა პერსპექტივაა - ამაზე ფიქრობენ“, - განაცხადა დაუშვილმა.

მისივე თქმით, არიან ადამიანები, რომლებიც ყოველდღიური პრობლემების მოგვარებისთვის გადიან, წარმატებული ქვეყნებიდანაც მიდიან, თუ ჩვენი ქვეყანა განვითარდება, შეიძლება აქაც მოვიდნენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები