მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ბიზნესი ვერ მიიღებს გადაწყვეტილებას, რომელიც ზეგავლენას მოახდენს ვაქცინაციის ტემპზე"

6165b06b24b59
ელენე გოგბერაშვილი
16.10.21 19:01
818
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს წევრები ხშირად საუბრობენ იმაზე, რომ დაბალი ვაქცინაციის ტემპიდან გამომდინარე, არავაქცინირებული პირებისთვის გარკვეული შეზღუდვების დაწესებას და ე.წ "მწვანე დერეფნების" შექმნის ინიციატივებს, რომელიც კერძო სექტორიდან მოდის, მხოლოდ მიესალმებიან, თუმცა არაფერს ამბობენ იმის შესახებ, ქვეყანაში შექმნილი მძიმე ეპიდვითარების გათვალისწინებით, რატომ არ იღებს მთავრობა სხვა ქვეყნების გამოცდილებას მხედველობაში და სავალდებულო წესით რატომ არ თხოვს ე.წ კოვიდ პასპორტს საჯარო თუ კერძო სექტორში დასაქმებულ მოქალაქეებს. 

ის, რომ ქვეყნის ხელისუფლება არავაქცინირებული პირებისთვის გარკვეული შეზღუდვების დაწესების შესახებ ინიციატივებს ძირითადად თავად კერძო სექტორიდან მოელის, მიუღებელია თბილისი ცენტრალის ხელმძღვანელისთვის. როგორც ლევან ყარალაშვილი ამბობს, ბიზნესი დამოუკიდებლად გადაწყვეტილებებს ვერ მიიღებს და შექმნილ ვითარებაში ქვეყანას თამამი ნაბიჯები პირველ რიგში ხელისუფლებისგან სჭირდება, რომელიც თავად არის პასუხისმგებელი საზოგადოებრივ ჯანმრთელობაზე. ლევან ყარალაშვილი იმ ინიციატივებზეც საუბრობს, რაც კერძო სექტორმა წარადგინა, თუმცა შესაბამისი გადაწყვეტილებების მიმღები პირების მხრიდან ამას საპასუხო ნაბიჯები არ მოჰყოლია.

"ცალმხრივად ვერცერთი ბიზნეს სუბიექტი, დამოუკიდებლად ვერ მიიღებს ვერანაირ გადაწყვეტილებას, რომელიც რაიმე ზეგავლენას მოახდენს ან ვაქცინაციის ტემპზე ან ადამიანების სურვილზე აიცრან თუ არა. იმაზე საუბარი, რომ მოდით მოვისმინით ინიციატივები ბიზნესიდან, ეს ინიციატივები ჩვენ ბევრჯერ გვაქვს გაჟღერებული. საბოლოო ჯამში ყველაფერი დადის იქამდე, რომ გადაწყვეტილების მიმღები უნდა იყოს ვინმე და გადაწყვეტილება უნდა მიიღოს სახელმწიფომ. არის ამის მაგალითები, მაგალითად ევროპაში იტალიის, ასევე თურქეთის მაგალითი, სადაც აუცილებელი იყო არასახარბიელო ან არაპოპულარული გადაწყვეტილების მიღება და მათ ეს გააკეთეს საერთო საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე. ნაცვლად იმაზე საუბარს, რომ დაველოდოთ კერძო სექტორის ინიციატივებს, ჯობია აიღონ საუკეთესო მაგალითები და დანერგონ იქნება ეს ე.წ კოვიდ პასპორტი, თუ სხვა ტიპის შეზღუდვები, რაც მოტივაციას შეუქმნის იმ ადამიანებს, ვინ ყოყმანობენ აიცრან თუ არა.

ჩვენ მაგალითად გვქონდა შეთავაზება ვაქცინაციის ცენტრები გაგვეხსნა სავაჭრო ცენტრებში. ჩვენ შევთავაზეთ ასევე კონკრეტული შეზღუდვები დაწესება არავაქცინირებულტათვის და  ვაქცინირებულთათვის სიტუაციის მეტად გაადვილება, მაგრამ არცერთი წინადადება არ იქნებ გაზიარებული ან დაგვიანებით იქნა. დრო არ მუშაობს ჩვენზე და მერამდენე ტალღაა ვეღარ ვითვლით, ამიტომ კრიტიკულია ესმოდეს ხალხს, რომ ვაქცინაა დღეს ერთადერთი საშუალება და ვისაც არ ესმის სათანადო ზეგავლენა უნდა მოახდინოს ხელისუფლებამ, რომ აიცრან"-აცხადებს ლევან ყარალაშვილი.

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღე დღის მთავარი სიახლეები