მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ბიზნესი ზარალდება, რადგან დისტრიბუციის მანქანები წუთით გაჩერებასაც ვერ ახერხებენ"

639b1f61a9ea0
მარიამ დემეტრაშვილი
15.12.22 22:34
1368
რესტორატორთა ასოციაციის ხელმძღვანელის, შოთა ბურჯანაძის შეფასებით, ქალაქში დისტრიბუციის მანქანებს გადაადგილება და გაჩერება უჭირთ, რის გამოც ბიზნესი ზარალდება.

მისი თქმით, ტაქსების მსგავსად, დისტრიბუციის მანქანებისთვის სპეციალურად გამოყოფილი ავტოსადგომები პრობლემას გარკვეულწილად მოაგვარებს.

„დღეს ქალაქში ერთ-ერთი უმთავრესი პრობლემაა სატრანსპორტო კოლაფსი. გადაადგილება ურთულესია არა მარტო პიკის საათებში, არამედ ზოგადად. ამას რა თქმა უნდა სჭირდება მეცნიერული მიდგომა. ქალაქისთვის უმნიშვნელოვანესია, გამართული იყოს ტრანსპორტი და აუცილებელია, არსებობდეს როგორც მიწის ქვეშა, ისე მიწის ზედა ავტოსადგომები. სწორედ ეს არის ყველაზე დიდი საზრუნავი, რომ გათავისუფლდეს ქუჩები.

დღეს ბიზნესი ზარალდება იმიტომ, რომ არ არსებობს წუთით გაჩერების შესაძლებლობაც კი დისტრიბუციის მანქანებისთვის, რომლებიც დღის განმავლობაში მოძრაობენ. როგორც ტაქსებს აქვს დათმობილი გარკვეული ადგილები, შესაძლებელია ასე დაეთმოს დისტრიბუციის მანქანებსაც, რათა მოსახლეობას მუდმივად ხელი არ შეეშალოს. ასეთი მიდგომა ქალაქში აუცილებელია. წინააღმდეგ შემთხვევაში სრულ კოლაფსში ვიქნებით, საიდანაც გამოსავლის პოვნა უფრო რთული იქნება“, - თქვა ბურჯანაძემ.

ცნობისთვის: პარკირების სისტემასთან დაკავშირებით საუბრისას ტრანსპორტისა და ურბანული სამსახურის ხელმძღვანელმა, ვიქტორ წილოსანმა გადაცემა „ანალიტიკაში“ რამდენიმე კვირის წინ  განაცხადა, რომ მერიის სტრატეგიის თანახმად, დედაქალაქის მასშტაბით აუცილებლად გაჩნდება დისტრიბუციის მანქანებისთვის გამოყოფილი სპეციალური საპარკინგე ადგილები, ისე, როგორც ეს ამჟამად ტაქსების შემთხვევაშია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები