მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ბუსტერ დოზების" ადმინისტრირების დაწყება ამორალურია - WHO-ს ხელმძღვანელი

61673ea14b1db
ნათია თაქთაქიშვილი
14.10.21 00:14
9448
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის (WHO) ხელმძღვანელის ტედროს გებრეიესუსის განცხადებით, "ბუსტერ დოზების" ადმინისტრირების დაწყება უსამართლო და ამორალურია, მაშინ როდესაც რიგ ქვეყნებში ვაქცინაციის ტემპი და ყველა ტიპის ვაქცინაზე წვდომა დაბალია. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

"მოსახლეობისათვის ვაქცინის "ბუსტერ დოზების" შეთავაზება არის ყველაზე ცუდი ქმედება, რაც შეიძლება მსოფლიო საზოგადოებამ ახლა გააკეთოს. ეს არის უსამართლობა, რადგან პანდემიას ვერ დავამარცხებთ თუ ჩვენ ერთი მთლიანი კონტიტენტის არსებობას უგულებელვყოფთ, სადაც ვაქცინაციისთვის საკმარისი პირველი დოზებიც კი ამ დრომდე არ არის", - განაცხადა გებრეიესუსმა.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ხელმძღვანელის თქმით, აფრიკის კონტინეტის მოსახლეობის მხოლოდ 7%-მა მოახერხა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მხოლოდ ერთი დოზის მიღება, მაშინ როდესაც სამხრეთ და ჩრდილოეთ ამერიკის, აზიის, ევროპის მოსახელობის 50%-ზე მეტია COVID-ვაქცინის პირველი დოზით აცრილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები