მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ჩელთის" ღვინოები მსოფლიოს წამყვან ჰიპერმარკეტში იყიდება

61e01f54d21f9
მარიამ იზორია
14.01.22 01:00
659
მეღვინეობა “ჩელთის” ღვინოები უკრაინაში ჰიპერმარკეტ Metro Cash & Carry-ში იყიდება.

Metro Cash & Carry მსოფლიოს წამყვანი ჰიპერმარკეტია. ობიექტში სხვადასხვა კომპანიის პროდუქციაა დასაწყობებული და ინდივიდუალური მომხმარებლის გარდა, ჰიპერმარკეტს სასტუმროებისა და რესტორნების მომარაგების მიზნით ჰორეკა სექტორის წარმომადგენლებიც სტუმრობენ.

“ჩელთის” კომერციული დირექტორი ანა მირიანაშვილი აღნიშნულს დიდ წარმატებად მიიჩნევს და bm.ge-სთან ამბობს, რომ პირველი შეკვეთის გაგზავნიდან ორ კვირაში კომპანიამ Metro Cash & Carry-სგან ახალი შეკვეთაც მიიღო.

“2022 წელი ჩვენთვის ნაყოფიერად დაიწყო. უკრაინის მეტრო ჯგუფში შევედით, იმდენად დიდი გამოხმაურება ჰქონდა ჩვენს ღვინოს, რომ საკმაოდ დიდი შეკვეთები მივიღეთ. დასაწყისისთვის ერთი ნაწილი გავგზავნეთ, დანარჩენს თებერვალსა და მარტში გავუშვებთ. აღსანიშნავია ისიც, რომ Metro Cash & Carry-ში აქამდე ქართული ღვინო არ ყოფილა წარმოდგენილი, რაგდან კომპანია ძირითადად იტალიურ და ფრანგულ ღვინოებზე მუშაობს”, - აცხადებს ანა მირიანაშვილი.

მეღვინეობა "ჩელთის" კომერციული დირექტორი საექსპორტო ბაზრების გაფართოებაზეც საუბრობს და განმარტავს, რომ ყაზახეთში, შვეიცარიასა და იაპონიაში, უფრო მასშტაბურად შევიდნენ. ასევე მოლაპარაკებებს დიდ ბრიტანეთშიც აწარმოებენ.

ცნობისთვის, მეღვინეობა "ჩელთის" წლიური წარმადობა ნახევარმილიონი ბოთლია. კომპანიას 15-მდე დასახელების ღვინო აქვს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები