მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ჩემი იმედია, ევროპა აქ შემოვიყვანოთ და აქ იყოს ცხოვრების და მუშაობის ის სტანდარტები, რასაც სხვაგან ვეძებთ"

645a8cab64d52
ალა ისპირიანი
09.05.23 22:10
904
"ჩემი იმედია, ევროპა აქ შემოვიყვანოთ და აქ იყოს ცხოვრების და მუშაობის ის სტანდარტები, რასაც სხვაგან ვეძებთ," - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ევროპის დღის ფარგლებში გამართულ ღონისძიებაზე განაცხადა.

მისი თქმით, ევროპა არის მშვიდობა და საქართველო მისი ნაწილი საკუთარი ღირებულებებით გახდება.

"ყველა, ვინც აქ დგახართ, ძალიან ბევრ თქვენგანს ევროპაში ოჯახი ჰყავს, ევროპაში არის ნამყოფი, სწავლობდა ევროპაში ან იმედი აქვს, რომ ისწავლის ან იმუშავებს ევროპაში, მაგრამ ჩემი იმედი ცოტა სხვანაირია, ჩემი იმედი არის, რომ ჩვენ ევროპა აქ შემოვიყვანოთ, აქ მივიღოთ ის ყველაფერი, რისთვისაც ჩვენ ევროპაში მივდივართ ხოლმე.

აქ იყოს ცხოვრების და მუშაობის ის სტანდარტები, აქ იყოს ის კეთილდღეობა, რასაც სხვაგან ვეძებთ. ჩვენ ევროპასთან საერთო ბევრი გვაქვს, მაგრამ ჩვენი ქვეყანა არანაკლებია და აქ შემოვიყვანოთ ევროპელები. ჩვენ გვაქვს გამოხატულება სწორედ იმ შავი ზღვის, რომლის ნაწილი ვართ ჩვენ და რომელიც დღეს უკვე და ხვალ საქართველოს და ევროპის გამაერთიანებელი იქნება. ის შავი ზღვა, რომელიც ჩვენ გვაშორებდა მთელი ამ საბჭოთა პერიოდის დროს, ეს იყო კედელი, დღეს უკვე არის ხიდი, რომელსაც შეუძლია ძალიან ბევრი რამ მოუტანოს არამხოლოდ საქართველოს, სხვათა შორის, ევროპასაც ძალიან ბევრს მოუტანს და ეს კარგად ესმით, რომ ჩვენი სტრატეგიული ადგილი, ჩვენი სამომავლო როლი, თუ ჩვენ შევძლებთ, რომ ვიყოთ იქ, სადაც საჭიროა, ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი თვით ევროპისთვის და ევროპა არის მშვიდობა.

ისტორიაში ქვეყნის ასეთი გაერთიანება ერთადერთია, რომელმაც ამ ქვეყნებს თავიანთი იდენტობა სრულად შეუნარჩუნა და შეუნარჩუნა მათ მშვიდობა. არცერთ ქვეყანას არ დაესხა თავს ევროპა. ეს არის ნამდვილი მშვიდობიანი მომავალი, რაც არ უნდა ვიღაცები ლაპარაკობდნენ "ფრონტებზე", რაც სრულიად გაუგებარია. ჩვენი მშვიდობიანი, ჩვენი თავისუფალი მომავალი არის მათთან ერთად, მაგრამ ჩვენი იდენტობით, ჩვენი ღირებულებებით და ჩვენი განვითარებით, ეს რაც მთავარია", - აღნიშნა პრეზიდენტმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები