მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ჩინეთში კეთდება ყველაფერი და რატომ არ შეიძლება საქართველოშიც გაკეთდეს?" - ალექსანდრე ლილუაშვილი

5fd4b4c95a536
თამთა ჯიჯავაძე
12.12.20 18:00
1456
კომპანია Ginventor-ის თანადამფუძნებელმა ალექსანდრე ლილუაშვილმა გადაცემა BMGDRIVE-ში იმ ფაქტორებზე ისაუბრა, რაც საქართველოში წარმოების დაწყებას უშლის ხელს. მისი თქმით, მართალია საქართველოში საკმაოდ მარტივია ბიზნესის რეგისტრაცია, ნებართვის მოპოვება და ა.შ, თუმცა, ბაზრის და კონკურენციის სიმცირე შეიძლება ჩაითვალოს წარმოების ხელისშემშლელ ფაქტორად.

„თუ ფინანსური მომგებიანი არ იქნა წარმოების გადმოტანა აქ, მაშინ წარმოების გადმოტანის იდეაც იკარგება. ეს არის ყველაზე დიდი გამოწვევა ჩვენთვის ახლა.

პირველ წელს, როდესაც ჩვენ ავარჩიეთ ქარხანა, დავბრენდეთ USB კაბელი და ჩამოვიტანეთ საქართველოში, მთელი წლის განმავლობაში მხოლოდ და მხოლოდ 3000 კაბელს ვყიდდით, ეს არის სასაცილო ციფრი იმისთვის რომ წარმოება გადმოიტანო. არ არის რენტაბელური. თუმცა, ახლა უკვე ჩვენს ბრენდს მოპოვებული აქვს სანდოობა, ახალი მომხმარებლები მოდიან არამხოლოდ რეკლამის, არამედ მეგობრის, ოჯახის წევრის რეკომენდაციით“, - აღნიშნა Ginventor-ის თანადამფუძნებელმა.

საქართველოში საინვესტიციო უპირატესობებზე საუბრისას კი, ლილუაშვილმა აღნიშნა, რომ ის ტექნოლოგიურ სფეროში ჩადებდა ინვესტიციას, - „ვფიქრობ რომ პერსპექტივა ექნება, იმიტომ რომ საქართველოში იაფია მუშახელი, ქირა, ასე თუ ისე თავისუფალი ბაზარია, ღია საზღვრებია და არ არის აბსოლუტურად განვითარებული. ჩინეთში კეთდება აბსოლუტურად ყველაფერი და რატომ არ შეიძლება რომ საქართველოში გაკეთდეს?“, - განაცხადა ალექსანდრე ლილუაშვილმა.

ცნობისთვის, Ginventor-ი საქართველოს ბაზარზე დაახლოებით სამი წელია რაც ოპერირებს და მომხმარებელს 5 000-მდე დასახელების წვრილ ტექნიკას თუ აქსესუარებს სთავაზობს. ამასთან, კომპანია მომავალი წლიდან USB კაბელების წარმოებასაც იწყებს საქართველოში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები