მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ჩვენ გავათავისუფლებთ ჩვენს მიწას, რადგან სტრატეგიულ გარდატეხას უკვე მივაღწიეთ“ - ზელენსკი

622b4574e7919
ვიქტორია მღებრიშვილი
11.03.22 16:55
681
„ჩვენ გავათავისუფლებთ ჩვენს მიწას, რადგან სტრატეგიულ გარდატეხას უკვე მივაღწიეთ“ - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავისი მორიგი მიმართვისას განაცხადა.

„ჩვენი თავისუფლებისთვის მე-16 დღეა ვიბრძვით. ეს 4-ჯერ მეტია იმ დროზე, ვიდრე მტერს ჰქონდა დაგეგმილი თავისი შემოჭრისას... ვიბრძვით ჯარის წინააღმდეგ, რომელსაც მსოფლიოში ერთ-ერთ უძლიერეს ჯარად თვლიდნენ და რომელიც იმედოვნებდა, რომ უკრაინელები მათ რუსული დროშებითა და ყვავილებით დახვდებოდა“, - განაცხადა ზელენსკიმ და აღნიშნა, რომ უკრაინელები ამაყი ხალხია, რომელიც თავისას ყოველთვის იცავს და ოკუპანტს მიწის არც ერთ გოჯს, თავისი თავისუფლების არც ერთ პროცენტს არ დაუთმობენ.

„შეუძლებელია იმის თქმა, რამდენი დღე მოგვიწევს კიდევ ჩვენი მიწის გათავისუფლებისთვის ბრძოლა, მაგრამ შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენ ამას გავაკეთებთ, რადგან ამისკენ ვისწრაფით, რადგან სტრატეგიულ გარდატეხას უკვე მივაღწიეთ. ჩვენ მიზანს - გამარჯვებას უკვე ვუახლოვდებით“, - თქვა უკრაინის პრეზიდენტმა.

ვოლოდიმირ ზელენსკი თვლის, რომ მტერი ძალიან ჯიუტია და ის ყურადღებას არც თავის გარდაცვლილ ათასობით ჯარისკაცს აქცევს.

„ეს სამოქალაქო ომია, ომი ძალიან ჯიუტ მტერთან, რომელიც ყურადღებას თავის მოკლულ ათასობით ჯარისკაცსაც არ აქცევს; მტერთან, რომელმაც ჩვენი ხალხის წინააღმდეგ დაქირავებული, მკვლელი სირიელების შემოყვანა გადაწყვიტა, ქვეყნიდან რომელსაც ისევე ანადგურებდნენ, როგორც ახლა ჩვენს ქვეყანას ანადგურებენ ოკუპანტები. ჩვენი მარიუპოლი, ხარკოვი, ახტირკა, ჩერნიგოვი, ვოლნოვახა, იზუმი და სხვა.

ასე ექცევიან რუსი სამხედროები უკრაინელებს, დონბასელებს, როგორც ისინი ამბობენ, რუსულენოვან ხალხს იცავენ და იმდენ რამეს ყვებიან მოსკოვში... რაკეტები, ავიაბომბები, არტილერია და ახლა კიდევ დაქირავებული სირიელები, რომელებიც საერთოდ ვერ ასხვავებენ ვინ რომელ ენაზე საუბრობს, რომელ ტაძარში დადის და პარტიას უჭერს მხარს. დაქირავებულები არიან, რომლებიც სხვის მიწაზე უბრალოდ მოსაკლავად მოდიან“, - თქვა უკრაინის პრეზიდენტმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები