მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ჩვენ შევძელით ინფექციის გავრცელების ტემპების შეჩერება" - გახარია

5fdb03d7dc8e2
ინგა მურუსიძე
17.12.20 11:07
839
ჩვენ შევძელით ინფექციის გავრცელების ტემპების შეჩერება, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის დაწყებისას განაცხადა.

მან მიღწეული შედეგების შენარჩუნებაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ყველა შემდგომი ნაბიჯი ამის მიხედვით უნდა გადაიდგას.

„დღეს მეოცე დღეა, რაც საბჭომ ქვეყანაში მიზნობრივი შეზღუდვების გადაწყვეტილება მიიღო. შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ შევძელით ინფექციის გავრცელების ტემპების შეჩერება. მიუხედავად ტესტირების გაზრდილი რაოდენობისა, ინფიცირების რაოდენობა სტაბილურია. პირველად, ბოლო დღეებში, ინფიცირების 3000-ზე ნაკლები შემთხვევა გვაქვს. ეს გვაძლევს ფრთხილი ოპტიმიზმის საფუძველს. გავრცელების სისწრაფის შეჩერება იყო პირველი ამოცანა და ეს შევძელით“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები