მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ჩვენი ლოგისტიკური კორიდორი ერთ-ერთი უსაფრთხო გზაა" - ბათუმის მულტიმოდალური ტერმინალი

623363aa69eb8
ლიკა გურაბანიძე
18.03.22 14:20
1817
“საქართველო ყოველთვის იყო ცენტრალური აზიის დამაკავშირებელი კარიბჭე ევროპასთან და დანარჩენ მსოფლიოსთან, დღეს კი ქვეყანას ახალი შესაძლებლობა გაუჩნდა”, - ამის შესახებ bm.ge-ს ბათუმის მულტიმოდალური ტერმინალის გენერალურმა დირექტორმა მამუკა მურჯიკნელმა რუსეთ-უკრაინის ომის და  მსოფლიო მასშტაბით პორტებში შექმნილ კრიზისზე საუბრისას განუცხადა.

მისი თქმით, ახლა მსოფლიოში პორტების გამტარუნარიანობის თვალსაზრისით, ბევრი ალტერნატივა არ არსებობს. მაგალითად, ის ტვირთები, რომლებიც ცენტრალური აზიიდან რუსეთის მიმართულებით მიდიოდა, ამ ტვირთების გატარებას ვეღარ შეძლებენ და ქვეყნებმა ალტერნატიული გზები უნდა ეძებონ. ასეთ დროს, ჩვენი ლოგისტიკური კორიდორი კიდევ უფრო მისაღები და მომგებიანი ხდება მათთვის.

“ბევრი ალტერნატიული გზა არ არსებობს და ჩვენი ლოგისტიკური კორიდორი ერთ-ერთი უსაფრთხო გზაა. იმედი მაქვს, საქართველოში მეტი ინფრასტრუქტურა გაჩნდება, რისთვისაც ინვესტიციებია საჭირო. უფრო მეტი ჩვენნაირი ტერმინალი, გადამზიდი კომპანიები, რკინიგზა და პორტები შეიქმნება. ეს ავტომატურად გაზრდის ქვეყნის დოვლათს", - აღნიშნა მამუკა მურჯიკნელმა.

ბათუმის მულტიმოდალური ტერმინალი, მინერალური სასუქების, კერძოდ, მინერალური სასუქის, კარბამიდის (შარდოვანას) მიღებას, შენახვასა და გაგზავნას უზრუნველყოფს. ის ცენტრალური აზიის ქვეყნებიდან წამოსულ ტვირთს საქართველოს გავლით დასავლურ ბაზართან აკავშირებს. პროექტი Forbes-ის უმსხვილესი კერძო ამერიკული კომპანიების 250-ეულში შემავალი Trammo-სა და კომპანია ADIA-ს პარტნიორობით, $25 მილიონის ინვესტიციით განხორციელდა. ტერმინალმა ოპერირება 2021 წლის აგვისტოში დაიწყო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები