მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ჩვენი მომხმარებლის რიცხვი 50%-ით გაიზარდა" - "ხეირი ნახე"

61f2b2fc04c8c
მარიამ იზორია
27.01.22 21:05
1141
ხილ-ბოსტნეულის ონლაინმაღაზია “ხეირი ნახე” მიმდინარე წლის შემოდგომაზე თბილისსა და ბათუმში 2 მაღაზიას გახსნის. გარდა ამისა, როგორც კომპანიაში ამბობენ, მაღალი მოთხოვნის გათვალისწინებით, მარტში აჭარაში კომპანიის ონლაინსერვისიც ამოქმედდება და ცენტრალური საწყობიც გაიხსნება.

კომპანიის დამფუძნებელი bm.ge-სთან აღნიშნავს, რომ ახალ ობიექტებში დამატებით 10 ადამიანის დასაქმება იგეგმება.

ნინო ზერგაია 2021 წელსაც აფასებს და ამბობს, რომ გასულ წლებთან შედარებით მომხმარებლის რაოდენობა 50%-ით გაიზარდა.

“მიმდინარე წელს ბათუმსა და თბილისში ორი მაღაზიის გახსნა იგეგმება. ამასთან, ონლაინსერვისი ბათუმშიც დაგვემატება. აღსანიშნავია, რომ ჩვენი მომხმარებლის რაოდენობა მუდმივად იზრდება. მაგალითად, 2021 წელს შეიძლება ითქვას, რომ ამ მიმართულებით 50%-იანი ზრდა გვქონდა”, - ყვება “ხეირი ნახეს” დამფუძნებელი.

ცნობისთვის: ხილ-ბოსტნეულის ონლაინმაღაზია ბაზარზე 2019 წლიდან ოპერირებს. კომპანია თავდაპირველად სხვდასხვა ობიექტსა და ჰორეკა სექტორს ამარაგებდა. პანდემიის შემდგომ კი საცალო გაყიდვებიც დაიწყეს. ონლაინმაღაზია, რომელსაც პროდუქტის 30 მომწოდებელი ჰყავს, ამ დროისთვის 8 ადამიანს ასაქმებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები