პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მისთვის მთავარი მიზანი მთელი ქვეყნის მასშტაბით განვითარების ტემპების აჩქარებაა. ამის შესახებ მან აჭარაში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების მონახულებისას ჟურნალისტებს განუცხადა.
„ჩვენ დღეს რეგიონებში ვიზიტი დავიწყეთ. საარჩევნო კამპანიის დროს ყველა მუნიციპალიტეტს აქტიურად ვსტუმრობდით. შევხვდი მოსახელობას და ყველა პროექტის განხორციელებას დავპირდი. პირადად გავეცანი სამუშაოების მიმდინარეობას. ჩვენი მთავარი მიზანი განვითარების ტემპების აჩქარება უნდა იყოს, ყველგან - მთელი ქვეყნის მასშტაბით", - განაცხადა პრემიერმა და აღნიშნა, რომ "ქართული ოცნების" ბათუმში, გუშინ გამართულ არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა. "ახლა კი უნდა შევუდგეთ საქმეს, მხოლოდ საქმე და მოსახლეობის პრობლემის გადაწყვეტია უნდა იყოს ჩვენი მთავარი მიზანი“, - აღნიშნა ღარიბაშვილმა.




























