მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"covid-ით გარდაცვალების სტატისტიკის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია დისკრედიტაციის მცდელობაა“

61e17f94c6705
ვიქტორია მღებრიშვილი
14.01.22 17:49
470
"გავრცელებული ინფორმაცია დისკრედიტაციის მცდელობაა" - ასე აფასებს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია ზოგიერთი მედიასაშუალებების მხრიდან კოვიდ-გარდაცვალების შესახებ არსებული ოფიციალური სტატისტიკის სანდოობის ეჭვის ქვეშ დაყენებას.

თამარ გაბუნიას განმარტებით, გარდაცვალების შესახებ სტატისტიკის წარმოების პროცესი აბსოლუტურად გამართულია.

„იმ ფორმატში, რომლითაც ეს ინფორმაცია მედიასაშუალებებით ვრცელდება, ეს როგორც უწყების, ასევე მისი თანამშრომლების დისკრედიტაციის მცდელობაა.. მგონი, საკითხავი არ არის ვისი მხრიდან.

გუშინდელის შემდეგ აქტიურად ვრცელდება ინფორმაცია კოვიდ-გარდაცვალების სტატისტიკის არასწორი ანგარიშგების ან არასწორი ინტერპრეტაციის შესახებ. ის სტატისტიკა, რომელსაც ჯანდაცვის სამინისტრო იყენებს, ოპერატიულ ინფორმაციას ეყრდნობა, რაც იმას ნიშნავს, რომ ყველა კლინიკა ვალდებულია გარდაცვალების შესახებ ცნობა ფაქტის დადგომიდან 1 საათის განმავლობაში მოგვაწოდოს.

გარდა ამისა, სიკვდილობის აღრიცხვა და ოფიციალური წყარო დაბადება-გარდაცვალების რეესტრია, რომლის ოპერირებასაც სტატისტიკის დეპარტამენტი უზრუნველყოფს, თუმცა იქ შემთხვევები ხუთდღიანი დაგვიანებით აღირიცხება. ბუნებრივია, ჩვენ ანალიზს ვაკეთებთ და ვცდილობთ ანგარიშგების თარიღი ზუსტად დაემთხვეს გარდაცვალების თარიღს. აქ არც ერთ შემთხვევაში არანაირ გაყალბებაზე საუბარი არ შეიძლება იყოს, ეს მიმდინარე პროცესია და ანალიზი ტარდება მიმდინარე რეჟიმში და მაშინ, როცა წინა წლის მონაცემები დაიხურება“, - განმარტა მინისტრის მოადგილემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები