მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"დაასაქმე ერთით მეტი" - "მეტრო ჰოლდინგის“ სტუდენტების დასაქმების ახალი კამპანია

636e18fac42cf
ვიქტორია მღებრიშვილი
11.11.22 14:02
640
"დაასაქმე ერთით მეტი" - ასე ეწოდება ახალ კამპანიას, რომელიც კომპანია „მეტრო ჰოლდინგმა“ სტუდენტების დასაქმების ხელშეწყობის მიზნით წამოიწყო.

როგორც კომპანიაში ამბობენ, ჰოლდინგში არსებული პოლიტიკა სტუდენტს სასურველი მიმართულებითა და სამუშაო განრიგით დასაქმების და ამავდროულად, გაწეული შრომის ადეკვატური ანაზღაურების მიღების შესაძლებლობას აძლევს. დღესდღეობით, კომპანიაში 20 სტუდენტია დასაქმებული.

„ჰოლდინგი გეგმავს, სამომავლოდ უფრო მეტ სტუდენტს მისცეს მუშაობისა და გამოცდილების დაგროვების შესაძლებლობა. სწორედ ამიტომ, მან წამოიწყო კამპანია "დაასაქმე ერთით მეტი". აღნიშნული კამპანია ერთგვარი გამოწვევაა სხვა დამსაქმებლებისთვის. მისი შინაარსი შემდეგნაირია: კომპანია ასაქმებს X რაოდენობის სტუდენტს და იწვევს მეორე კომპანიას დაასაქმოს X+1 სტუდენტი. შედეგად, ქვეყნის მასშტაბით მეტი დასაქმებული სტუდენტი გვეყოლება, რომელიც სწავლის პერიოდშივე გამოცდილების დაგროვებასა და ფინანსური დამოუკიდებლობის მიღწევას შეძლებს. მეორე მხრივ კი, კომპანიები აღმოაჩენენ ინოვაციური იდეების მატარებელ ახალგაზრდებს და მომავალი თაობის კეთილდღეობაში თავიანთ წვლილს შეიტანენ“, - აცხადებენ კომპანიაში.

„მეტრო ჰოლდინგში“ აღნიშნავენ, რომ დასავლეთის ყველა განვითარებულ ქვეყანაში სტუდენტების დასაქმება უპირატესია, რის მისაღწევად არაერთი პროგრამა მოქმედებს. ამ ყველაფრის შედეგი კი ფინანსურად და პროფესიულად შემდგარი ახალგაზრდები არიან, რომლებიც სამომავლოდ კვალიფიციურ მუშახელს და ქვეყნის ეკონომიკური განვითარების წინაპირობას წარმოადგენენ.

„მეტრო ჰოლდინგის“ სურვილია, ზემოხსენებული ქვეყნების მაგალითებზე დაყრდნობით, მსგავსი პრაქტიკის, ანუ სტუდენტების ხელშეწყობის კულტურის, დანერგვა საქართველოში. „მეტრო ჰოლდინგს“, თავისი არსებობის მანძილზე, სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, მრავალი პროექტი აქვს განხორციელებული და არაერთ კამპანიაშია ჩართული. ერთ-ერთი მათგანი კი სტუდენტებისთვის მორგებული სამუშაო გრაფიკის შექმნა და სტუდენტური დასაქმების ხელშეწყობაა. კომპანია თვლის, რომ ახალგაზრდების გვერდში დგომა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან სწორედ ისინი წარმოადგენენ ჩვენი ქვეყნის ქვაკუთხედს“, - აცხადებენ „მეტრო ჰოლდინგში“.

ცნობისთვის, „მეტრო ჰოლდინგი“ ბიზნესმენ გალიფ ოზთურქის მიერაა დაარსებული, რომელიც საქართველოში 2014 წლიდან ცხოვრობს, 2015 წლიდან კი საქართველოს მოქალაქეა. ბოლო შვიდი წლის განმავლობაში „მეტრო ჰოლდინგის“ განხორციელებული ინვესტიციის მოცულობა 500 მლნ დოლარია, დასაქმებულთა რაოდენობა კი ბათუმში 4 ათასს აღწევს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები