მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"დამსწრეთა რაოდენობის 70%-ის დაშვება ვითხოვეთ" - რა შედეგით დასრულდა საკლუბო ბიზნესთან შეხვედრა?

61ae12df9b310
მარიამ ვარადაშვილი
06.12.21 18:00
511
შრომის ინსპექციის ხელმძღვანელი, ბექა ფერაძე დღეს ღამის კლუბების წარმომადგენლებს შეხვდა. როგორც კლუბ “ხიდის” დამფუძნებელი თამუნა აქსანდერი BMG-სთან აცხადებს, შეხვედრაზე იმ რეგულაციებზე იყო საუბარი, რისი ამოქმედებაც კლუბებთან დაკავშირებით იგეგმება. საუბარია კლუბში სტუმრების რაოდენობრივ შეზღუდვაზე და სავენტილაციო სისტემის გამართვაზე.

“დაპირება მივიღეთ, რომ ხვალ საკოორდინაციო საბჭოზე ჩვენი გახსნის საკითხს გაიტანენ. ასევე გაგვაცნეს ბევრი რეგულაცია, მათ შორის ისიც, რომ კლუბში უნდა იყვნენ აქამდე დაშვებული ადამიანების 50%. რაც შეეხება სხვა რეგულაციებს, ვენტილაციის სისტემა უნდა იყოს ძალიან მძლავრი და გამართული. ჩვენს შემთხვევაში ეს ისედაც გამართული გვქონდა. მოთხოვნების დეტალურ ჩამონათვალს დამტკიცების შემდეგ მივიღებთ. მოვითხოვეთ, რომ სწრაფი ანტიგენ-ტესტის საფუძველზე არ დავუშვებთ სტუმრებს, ასევე 48 საათამდე შემცირდეს PCR ტესტის ვალიდურობა ჩვენს შემთხვევაში”,-აცხადებს თამუნა აქსანდერი.

კითხვაზე, იმუშევებს თუ არა “ხიდი” მაყურებელთა შეზღუდვის მოთხოვნის ფონზე, კლუბის დამფუძნებელი ამბობს, რომ იძულებულები არიან ამ პირობით იმუშაონ, სხვა შემთხვევაში საკლუბო სივრცეს ვერ შეინარჩუნებენ.

“ახლა თუ არ გავიხსნებით 50% იქნება, თუ რაც არ უნდა იყოს და არ ვიმუშავებთ, ჩვენს სივცეს დავკარგავთ. ყოველ შემთხვევაში, მე დავკარგავ “ხიდის” სივრცეს. დამსწრეთა რაოდენობის 70%-ის დაშვება ვითხოვეთ, მაგრამ რესტორნებს 50% აქვთ და თქვენ რატომ უნდა გქონდეთო”,-ამბობს კლუბის დამფუძნებელი.

4 დეკემბერს შრომის ისპქეციამ კლუბი “ხიდი” ღონისძიების გამართვის გამო 10 ათასი ლარით დააჯარიმა და დალუქა. აქედან გამომდინარე, თამუნა აქსანდერს ვკითხეთ, კლუბებისთვის მუშაობის ნებართვის მინიჭების შემთხვევაში როგორ გააგრძელებენ მუშაობას.

“გვითხრეს ლუქს მოგხნით პროცედურების დასრულების შემდეგო. უნდა შევხვდე ჩემს იურისტს, რომ ეს საკითხები გავიარო. შეხვედრაზე ასევე ვუთხარით, რომ კონკრეტულად გვითხრან გახსნის თარიღი, რომ ხვალ თუ საკოორდინაციო საბჭომ მიიღო გახსნის გადაწყვეტილება რამდენიმე დღე დასჭირდება სივცეების შემოწმებას. მერე შეგვიძლია გახსნა ალბათ 17 დეკემბრიდან, რადგან ამის შემდეგ გახსნას უკვე აზრი აღარ აქვს. ერთი ღამის გამო ხომ არ გავიხსნებით?! ისედაც დაგვიანებულია. როგორც გაირკვა, სავარაუდოდ, 10 დეკემბერს გახსნა ვერ მოესწრება, რადგან შემოწმებასაც დრო დასჭირდება. ამიტომ, ვივარაუდეთ, რომ იქნებ 17 დეკემბერს მაინც შევძლოთ ღონისძიების გამართვა"-აცხადებს აქსანდერი.

ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ შეხვედრის შედეგად მიღებული გადაწყვეტილებები და შეჯერებული საკითხები განსახილველად საკოორდინაციო საბჭოს წარედგინება”.


“ვიმსჯელეთ იმ დამატებით რეგულაციებზე, რომელიც “მწვანე პასპორტებთან” ერთად უნდა დაინერგოს. ფაქრობრივად, შეიძლება ითქვას რომ შეთანხმება მიღწეულია და პირველ ეტაპზე საბჭოს წარვუდგენთ წინადადებას რომ “მწვანე პასპორტების” გარდა შესაბამისი სავენტილაციო სისტემებით, ადამიანების რაოდენობრივი შეზღუდვებით აქ საუბარია ტევადობის 50%-ზე, ფუნქციონერების განახლება მოხდეს”,-აცხადებს ბექა ფერაძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები