მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"დედაქალაქში არ დარჩენილა ადამიანი, რომელიც წყალმომარაგების შეზღუდვას არ შეუწუხებია" - ენერგოომბუდსმენი

6469d8e9d2dca
მარიამ იზორია
21.05.23 15:02
656
ენერგოომბუდსმენი მედიაცენტრ „მთავარში“ 2022 წლის საქმიანობის შეჯამებისას აცხადებს, რომ წყალმომარაგების სექტორში პრობლემები რჩება.

სალომე ვარდიაშვილის თქმით, პრობლემები ძირითადად ძველ ინფრასტრუქტურას უკავშირდება, რაც წყალმომარაგების შეზღუდვას და შემდგომ აღდგენითი სარემონტო სამუშაოების გაჭიანურებას იწვევს.

„წყალმომარაგების სექტორში რჩება პრობლემები, თუმცა დედაქალაქში ადგილობრივი თვითმმართველობა და Georgian Water and Power-ი შეთანხმებულად მუშაობს.

ძირითად პრობლემად რჩება ის, რომ ინფრასტრუქტურა მოძველებულია და თითქმის ყველა უბანში არ დარჩენილა ადამიანი, რომელიც წყალმომარაგების შეზღუდვას არ შეუწუხებია. აქ მეორე პრობლემა წყალმომარაგების აღდგენაა, ანუ სამუშაოების გაჭიანურება.

უბნებში განსაკუთრებით სავალალო მდგომარეობაშია წყალარინების სისტემა. ეს ძველ უბნებში ხდება, თუმცა ახალ არარეაბილიტირებულ უბნებში პრობლემა იქ შეიქმნა, სადაც სპონტანური განაშენიანება მოხდა.

სამგორი, ნავთლუხი, ნაძალადევი - აქ წყალარინების პრობლემა გვაქვს, რადგან ყველა ჭა მწყობრიდანაა გამოსული“ - განმარტავს სალომე ვარდიაშვილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები