საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილებას „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას შეწყალების თაობაზე მიესალმება.
“მივესალმები პრეზიდენტ ზურაბიშვილის გადაწყვეტილებას ნიკა გვარამიას შეწყალების თაობაზე. დღეს უფრო ახლოს ვართ ევროპასთან“, - წერს იოსელიანი.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ტელეკომპანია “მთავარის“ გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამიას შეიწყალების აქტს ხელი მოაწერა. ამის შესახებ განცხადება პრეზიდენტმა რამდენიმე წუთის წინ ბრიფინგზე გააკეთა.