მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ექსპორტიორებისთვის პრობლემაა ლოგისტიკა, კონტეინერის გადაზიდვის ფასები გასამმაგებულია"

619f99fc884d8
დავით ჯალაღონია
25.11.21 19:25
799
ევროპული ბიზნეს ასოციაციის წევრები საქართველოში ევროკავშირის ელჩს შეხვდნენ. ღონისძიების მიზანი ბიზნესის კოორდინირებული და აქტიური მოქმედებების წახალისება, ასოცირების შეთანხმებისა და DCFTA-ის განხორციელების ხელშეწყობა და ევროკავშირის ეკონომიკური დიპლომატიის ინტერესების დაცვა იყო.

კომპანია “ნატახტარის” კორპორატიულმა დირექტორმა ნიკოლოზ ხუნძაკიშვილმა BMG-სთან საუბრისას განაცხადა, რომ განსაკუთრებით პრობლემურია სარკინიგზო გადაზიდვებისთვის თავისუფალი ვაგონების მოძიება.

“ის პრობლემები, რაც იყო, კოვიდმა უფრო გაამწვავა - ინფლაცია, ლარის კურსი, ასევე მიწოდების ჯაჭვია ყველაზე დიდი პრობლემა მწარმოებლებისთვის. ექსპორტიორებისთვის ლოგისტიკური საკითხებია პრობლემა, რადგან მსოფლიოში ლოგისტიკაზეა ძალიან მაღალი მოთხოვნა - თუ ადრე ერთი კონტეინერის გადაზიდვა ჯდებოდა კონკრეტული თანხა, ახლა უკვე გაორმაგებული და გასამმაგებულია. ეს არის ზოგადად პრობლემა, იგივე რკინიგზასთან მიმართებით. ვაგონს ძალიან ძნელად იშოვით, რადგან მოთხოვნა გაზრდილია. შესაბამისად, მიწოდების შოკი გვაქვს დღეს და არა - მოთხოვნის შოკი, რაც კოვიდის პერიოდში გვქონდა”, - განაცხადა ნიკოლოზ ხუნძაკიშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები