მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ექსპორტის ხელშეწყობის პროგრამით 100-მდე კომპანია დაინტერესდა"

62a206858ef68
მარიამ ვარადაშვილი
21.06.22 22:20
973
სააგენტოს „აწარმოე საქართველოში” დირექტორის მიხეილ ხიდურელის განცხადებით, ექსპორტის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამით 100-მდე კომპანია დაინტერესდა.

“განაცხადების მიღება დასრულდა, მოთხოვნამ მოლოდინებს გადააჭარბა. საქართველოს მასშტაბით 100-მდე კომპანიამ მიიღო მასში მონაწილეობა.  გადარჩევების პროცესი მიმდინარეობს და მალე შევძლებთ პირველადი შედეგების მიღებას. მოთხოვნა ძალიან დიდია ბრენდინგზე, უფრო მეტი მოთხოვნაა სერტიფიცირება/ლიცენზირებაზე, რადგან ამის გარეშე ექსპორტი შეუძლებელია.

მესამე კომპონენტი ყველაზე ინოვაციური, რაც დავგეგმეთ, არის კომპანიებისთვის უცხოურ ბაზარზე სუპერმარკეტებში ან სავაჭრო ქსელებში შესვლის პირველადი თანხის თანადაფინანსება. ეს კომპანიებისთვის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ბარიერია. 10-ათას ევროანი დაფინანსება გვაქვს და მოთხოვნა აქაც ძალიან დიდი იყო. მალე გვეყოლება ბენეფიციარები, რომლებიც ჩვენი დახმარებით სხვადასხვა ქვეყნის სავაჭრო ქსელში შესვლას შეძლებენ”,-ამბობს ხიდურელი.

პროგრამა ექსპორტიორი კომპანიების ტექნიკურ დახმარებას გულისხმობს. ტექნიკური დახმარების კომპონენტი გავრცელდება შემდეგ მიმართულებებზე: პროდუქტის ლიცენზირება/სერტიფიცირება; ბრენდინგი/პროდუქციის შეფუთვა; საერთაშორისო გაყიდვების სტიმულირება/ საერთაშორისო სავაჭრო ქსელში შესვლა.

პროგრამა 10-მდე სამიზნე სექტორს მოიცავს, მათ შორის საკვები და სასმელი პროდუქტები (გარდა ღვინისა), ტანსაცმელი, ტყავი და ტყავის ნაწარმი, ფეხსაცმელი, სათამაშოები, მზა კვების წარმოება შინაური ცხოველებისთვის, ვეტერინარული პროდუქტები, ავეჯის წარმოება, ძვირფასეულობა და მასთან დაკავშირებული ნაკეთობების წარმოება, შესაფუთი მასალები.

სააგენტოს თანადაფინანსების პირობები შემდეგნაირად განისაზღვრება: ლიცენზირება და სერტიფიცირება - არაუმეტეს 10 000 ევრო, ბრენდინგი/პროდუქციის შეფუთვა - არაუმეტეს 20 000 ლარი, საერთაშორისო ქსელში შესვლა - არაუმეტეს 10 000 ევრო.

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღე დღის მთავარი სიახლეები