მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ერთი წელია რეანომობილების მონიტორინგი მიმდინარეობს" - ეკატერინე ტიკარაძე

5f169bf9281e6
ინგა მურუსიძე
21.07.20 11:43
1168
„ერთი წელია რეანომობილების მონიტორინგი მიმდინარეობს, რადგან ვიცით, რა ხდებოდა მაშინ, როცა ამ კუთხით სახელმწიფოს მხრიდან არ იყო ჩართულობა და მონიტორინგი“, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

ის სიტყვით გამოვიდა ღონისძიებაზე, სადაც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტოპარკს 60 ავტომობილი დაემატა.

„სასწრაფო-გადაუდებელი დახმარების ცენტრის ორგანიზება პრიორიტეტია. ამ მანქანებიდან 8 განთავსდება თბილისში, მათგან ერთი რეანომობილია. დაწყებულია რეანომობილების მონიტორინგი იმისთვის, რომ სახელმწიფო იყოს ეფექტური სამედიცინო სერვისების მართვაში. ამისათვის მნიშვნელოვანია შეიქმნას ისეთი საკანონმდებლო ბაზა, რომელიც კანონის ფარგლებში მოგვცემს საშუალებას გავაუმჯობესოთ ჯადაცვის ხარისხი. რეანომობილების მონიტორინგი დაიწყო ერთი წლის წინ და ვცდილობთ ეტაპობრივად გავაუმჯობესოთ ხარისხი ამ კუთხით. ვინაიდან ჩვენ ვიცით, რა ხდებოდა მაშინ, როცა ამ კუთხით სახელმწიფოს მხრიდან არ იყო ჩართულობა და მონიტორინგი“, - განაცხადა ტიკარაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები