მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ეს გახლავთ გადამწყვეტი მომენტი მთელი ქვეყნისთვის" - ოლივერ ვარჰეი

6410db152655a
BM.GE
15.03.23 00:35
638
"დემონსტრაციების შემდეგ მმართველმა პარტიამ გამოაცხადა გადაწყვეტილების შესახებ, გაიწვიოს კანონი და მომდევნო დღეს პარლამენტმა კენჭისყრაზე ეს კანონი ჩააგდო. ორივე კანონპროექტის გაწვევა არის პოზიტიური და გამამხნევებელი ნიშანი", – ამის შესახებ გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა, ოლივერ ვარჰეიმ ევროპარლამენტში, საქართველოში არსებული მდგომარეობის შესახებ გამართული დებატების დროს განაცხადა.

მისივე თქმით, ქართველების მომავალი ევროკავშირშია და საქართვლომ სტანდარტები უნდა დააკმაყოფილოს.

„გასულ დღეებში ათასობით ქართველმა ისარგებლა მშვიდობიანი შეკრების და პროტესტის უფლებით „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შეახებ“ კანონის პირველი მოსმენით დამტკიცების წინააღმდეგ. მთელი ქვეყნის მასშტაბით ქალები და კაცები გავიდნენ ქუჩებში. მათ ხელში ეჭირათ ევროპული დროშები, რათა კიდევ ერთხელ შეეხსენებიანთ მათი ერთგულება დემოკრატიისადმი, ჩვენი საერთო ევოპული ღირებულებებისა და საქართველოს ევროკავშირიკენ მიმავალი გზისადმი. ამ დემონსტრაციების შემდეგ მმართველმა პარტიამ გამოაცხადა გადაწყვეტილების შესახებ, გაიწვიოს კანონი და მომდევნო დღეს პარლამენტმა კენჭისყრაზე ეს კანონი ჩააგდო. ორივე კანონპროექტის გაწვევა არის პოზიტიური და გამამხნევებელი ნიშანი.

ქართველებს აქვთ მომავალი ევროკავშირში. ევროპულმა პერსპექტივამ, რომელიც საქართველოს შარშან ივნისში მიენიჭა, ურთიერთობები უფრო ახლო კურსზე გადაიყვანა, ევროკავშირის გაფართოების ჩარჩოში, რაც დაფუძნებულია ხანგრძლივ თანამშრომლობაზე, რომელიც განმტკიცებულია ასოცირების შეთანხმებით. ევროპული გზა მაღალ თამასას აწესებს, რაც ეხება სტანდარტებს საქართველოში. საქართვლომ უნდა დააკმაყოფილოს სტანდარტები და დაიცვას ღირებულებები. ამას თან მოსდევს გაზრდილი ყურადღება და მონიტორინგი, რეფორმების გატარების საჭიროება, ის ასევე უზურნველყოფს უფრო ფართო ინსტრუმენტებს, რომელიც საქართველოს ექნება ამ პროცესში“, – განაცხადა ოლივერ ვარჰეიმ.

ოლივერ ვარჰეის განმარტებით, რეფორმებსა და ევროკომისიის მიერ დასახულ პრიორიტეტებზე მუშაობა უნდა გაგრძელდეს.

„ქართველი ხალხის დიდმა უმრავლესობამ გამოხატა შემართება, შეუერთდეს ევროკავშირს. მთავრობამაც ანალოგიური გზავნილები გააკეთა. ახლა მოქმედების დროა. ჩვენ ვაღიარებთ იმ მნიშვნელოვან ნაბიჯებს, რომელიც საქართველომ გადადგა რეფორმების პროცესში. ახლა რეფორმებსა და ევროკომისიის მიერ დასახულ პრიორიტეტებზე მუშაობა უნდა გაგარძელდეს. სახელმწიფო ინსტიტუტების განმტკიცება, ადამიანის უფლებების და კანონის უზენაესობის უმაღლესი სტანდარტების დაცვა არის მთავარი პრიორიტეტები. ნება მომეცით, გაგახსენოთ, რომ 2 თებერვალს ევროკომისიამ წარმოადგინა შემდგომი პოლიტიკის გზამკვლევი, რომელიც ეხება ევროკავშირთან დაკავშირებულ რეფორმებს, ასევე, წარმოადგინა ანალიტიკური ანგარიში, რითაც შეივსო ჩვენ მიერ შარშან გამოქვეყნებული რეკომენდაციები, რომელიც ეხებოდა საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობაზე შემოტანილ განაცხადს. ფართო და ყოვლისმომცველი შეფასება საქართველოს პროგრესისა პირველად ჩატარდება 2023 წლის გაფართოების პაკეტის ფარგლებში და თქვენ გელით უფრო სრული სურათი.

ევროკავშირი რჩება საქართველოს და ქართველი ხალხის ახლო მეგობრად და პარტნიორად. ეს გახლავთ გადამწყვეტი მომენტი მთელი ქვეყნისთვის, რომ გაერთიანდეს და იმუშაოს შემართულად საერთო სტრატეგიული მიზნის მისაღწევად, რაც არის საქართველოს ევროკავშირის წევრობა და ევროპული ღირებულებები“, – განაცხადა ოლივერ ვარჰეიმ.

სიტყვით გამოსვლისას ოლივერ ოლივერ ვარჰეიმ მიხეილ სააკაშვილის საკითხზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლების სამართლებრივი პასუხისმგებლობაა, სააკაშვილის უფლებები სრულად იყოს დაცული.

„გასულ თვეს ამ პარლამენტმა დაამტკიცა რეზოლუცია, რომელიც ეხებოდა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობას. ჩვენ ჩავატარეთ დემარში საქართველოს იუსტიციის სამინისტროში 27 თებერვალს და ჩვენი გზავნილი იყო ძალიან მკაფიო, რომ საქართველოს ხელისუფლების სამართლებრივი პასუხისმგებლობაა, ბატონი სააკაშვილის უფლებები სრულად იყოს დაცული, როგორც პატიმრისა, ისე ბრლადებულისა და ეს უნდა იყოს შესაბამისობაში საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებებთან. ევროკავშირი მზადაა, დაეხმაროს პარტნიორებს ამ საკითხთან დაკავშირებით, მათ შორის სამედიცინო დახმარების უზრუნველყოფის გზით“, – განაცხადა ოლივერ ვარჰეიმ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები