"მშვიდობა - ეს არის მთავარი უკრაინაში და ჩვენთანაც" - ასე უპასუხა BMGTV-ის გადაცემა "წერტილში" სტუმრობისას სასტუმროების და რესტორნების ფედერაციის დამფუძნებელმა შალვა ალავერდაშვილმა ტრადიციულ კითხვას - რა სჭირდება საქართველოს განვითარებისთვის.
„წელს საქართველო ITB ბერლინის მასპინძელი ქვეყანა იყო და როდესაც გერმანიაში ვიყავით, ვნახეთ, რამხელა ინტერესია საქართველოს მიმართ, თუმცა ევროპაში მაინც ყველა განგვიხილავს უკრაინასთან ერთად...
დიდი იმედი გვაქვს, რომ ომი მალე დამთავრდება და ევროპელი ტურისტები წამოვლენ საქართველოში - ეს არის ერთ-ერთი, რაც ჩემია აზრით, მთავარია“, - განაცხადა მან.
ამასთან, შალვა ალავერდაშვილმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ქვეყანაში ტურისტების რწმენის და ეროვნების მიხედვით შერჩევას წერტილი უნდა დაესვას.