მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ფინანსურ სექტორს, მათ შორის ბანკებს ახალ პროდუქტს შევთავაზებთ" - Ambry-ს გეგმები

62b087978cc8f
მარიამ იზორია
20.06.22 23:05
849
Ambry სექტემბრიდან ფინანსურ სექტორს, მათ შორის, ბანკებს ახალ დასრულებულ პროდუქტს შესთავაზებს.

როგორც bm.ge-ის Ambry-ს დამფუძნებელმა ლუკა ლომსაძემ განუცხადა, ეს იქნება პროდუქტი, რომლის დახმარებითაც ბანკები იმ პირებს გაუწევენ სერვისს, რომლებიც თანხას ბანკში კრიპტოვალუტების, NFT-ის, ან მაინინგის მეშვეობით შეიტანენ.

მისივე თქმით, სტარტაპი ჯერჯერობით საინვესტიციოო რაუნდს არ ხსნის და პლატფორმის მოდელის ფინანსურ სექტორზე მაქსიმალურად მორგების პროცესშია.

“სექტემბრიდან ფინანსურ სექტორს, მათ შორის, ბანკებს დასრულებულ პროდუქტს შევთავაზებთ, რომლის დახმარებითაც ისინი, იმ პირებზე, ვინც თანხას კრიპტოვალუტის, NFT-ის, მაინინგის მეშვეობით შეიტანს, მომსახურების გაწევას მარტივად შეძლებენ. შედეგად, ჩვენი პროდუქტის დახმარებით ბანკები არ დაკარგავენ თავიანთ პოტენციურ კლიენტებს, ვინც შეიძლება, რომ თანხა მათ სივრცეში აბრუნოს.

რაც შეეხება საინვესტიციო რაუნდს, ჯერ არ ვხსნით. ამ ეტაპზე ჩვენი პლატფორმის მოდელი ბოლომდე მიგვყავს, რათა ის ფინანსურ სექტორზე მაქსიმალურად იყოს მორგებული, როგორც კი ვნახავთ, თუ როგორ მოხდება ქართული ბაზრის ადაპტაცია, ახალი ინვესტიციის რაუნდს მაშინ გავხსნით”, - ამბობს ლუკა ლომსაძე.

Ambry-ს დამფუძნებელი კრიპტოვალუტის გაიაფებაზეც საუბრობს და როგორც განმარტავს, ეს ინფლაციის შედეგია.

“კრიპტოვალუტის ფასი ინფლაციის შედეგად ეცემა. მაგრამ მსგავსი გაიაფების სცენარი რამდენიმე წლის წინაც გვაქვს ნანახი და შემდეგ მისი გამოჯანსაღებაც მალევე ვიხილეთ. მოლოდინი გვაქვს, რომ კრიპტოვალუტის ღირებულება ისევ აიწევს”, - აღნიშნავს ის.

ცნობისთვის: Ambry ქართული სტარტაპია, რომელიც კომპანიებსა და კერძო პირებს ნებისმიერი კრიპტომისამართისა და კრიპტოტრანზაქციის შემოწმებაში ეხმარება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები