მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ფინანსური დავალიანების მიზეზით სტატუსშეჩერებულ სტუდენტთა რაოდენობა 1-2%-ის ფარგლებშია"

6377a92999a25
BM.GE
18.11.22 19:43
552
დღეს პარლამენტში ინტერპელაციის წესით, განათლების და მეცნიერების მინისტრ მიხეილ ჩხენკელს მოუსმინეს. მას შეკითხვებით ოპოზიციონერმა დეპუტატებმა მიმართეს.

კითხვაზე - სტატუსშეჩერებული სტუდენტების რაოდენობა კოლოსალურად იზრდება, რა ღონისძიებების გატარებას გეგმავს სამინისტრო ამ პრობლემის გადასაჭრელად მაშინ, როდესაც სტუდენტები განიცდიან უკიდურესად მძიმე სოციალურ სიდუხჭირეს? მიხეილ ჩხენკელმა უპასუხა, რომ ფინანსური დავალიანების მიზეზით სტატუსშეჩერებულ სტუდენტთა რაოდენობის მკვეთრი ცვლილება არ აღინიშნება და იგი 1-2 %-ის ფარგლებშია.

"სტუდენტის სტატუსის შეჩერების მიზეზი შესაძლოა იყოს სხვადასხვა – უცხო ქვეყანაში სწავლა; ორსულობა, მშობიარობა, ბავშვის მოვლა ან ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება; სტუდენტის პირადი განცხადება მიზეზის მითითების გარეშე; ფინანსური დავალიანება ან უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით გათვალისწინებული სხვა გარემოებები.

2018-2022 წლების მონაცემების თანახმად, ფინანსური დავალიანების მიზეზით სტატუსშეჩერებულ სტუდენტთა რაოდენობის მკვეთრი ცვლილება არ აღინიშნება და 1-2 %-ის ფარგლებში მერყეობს", - თქვა განათლების და მეცნიერების მინისტრმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები