მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ფინტენოს" საგადახდო მომსახურების პროვაიდერის რეგისტრაცია გაუუქმდა

61b9f6f4ce168
მარიამ ვარადაშვილი
15.12.21 18:32
505
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, შპს "ფინტენოს“ საგადახდო მომსახურების პროვაიდერის რეგისტრაცია გაუუქმდა და ლიკვიდაციის რეჟიმში გადავიდა. ამასთან, ეროვნულ ბანკში აცხადებენ, რომ "ფინტენოს“ ვალდებულებების დროული და შეუფერხებელი დაზუსტების მიზნით, კრედიტორებმა საზოგადოების ლიკვიდატორს უნდა წარუდგინონ შემდეგი დოკუმენტაცია:

ფიზიკური პირების შემთხვევაში:

პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი

შპს "ფინტენოს“ მიმართ მოთხოვნის არსებობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია

იურიდიული პირების შემთხვევაში:

ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან იურიდიული პირის რეგისტრაციის შესახებ

უფლებამოსილი პირის დამადასტურებელი დოკუმენტი

შპს "ფინტენოს“ მიმართ მოთხოვნის არსებობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია

“ზემოაღნიშნული დოკუმენტაცია ლიკვიდატორს მიეწოდება წინამდებარე განცხადების ოფიციალურად გამოქვეყნებიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში საქართველოს ეროვნული ბანკის ცენტრალურ ოფისში,”-ნათქვამია სებ-ის განცხადებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები