ეროვნულმა ბანკმა "ფოსტა ფეი“ -ს საგადახდო მომსახურების პროვაიდერის რეგისტრაცია გაუუქმა. შედეგად, სააქციო საზოგადოება ლიკვიდაციის რეჟიმში გადავიდა.
ეროვნული ბანკის ინფორმაციითვე, იმისათვის, რომ უზრუნველყოფილ იქნას სს „ფოსტა ფეი“-ს ვალდებულებების დროული და შეუფერხებელი დაზუსტება, კრედიტორებს მოგმართავთ თხოვნით, საზოგადოების ლიკვიდატორს წარუდგინოთ შემდეგი დოკუმენტაცია:
ფიზიკური პირების შემთხვევაში:
პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
სს „ფოსტა ფეი“-ს მიმართ მოთხოვნის არსებობის დამადასტურებელი თქვენს ხელთ არსებული დოკუმენტაცია.
იურიდიული პირების შემთხვევაში:
ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან იურიდიული პირის რეგისტრაციის შესახებ;
უფლებამოსილი პირის დამადასტურებელი დოკუმენტი;
სს "ფოსტა ფეი“-ს მიმართ მოთხოვნის არსებობის დამადასტურებელი თქვენს ხელთ არსებული დოკუმენტაცია;
"ზემოაღნიშნული დოკუმენტაციის ლიკვიდატორისთვის მიწოდება ხორციელდება წინამდებარე განცხადების ოფიციალურად გამოქვეყნებიდან 30 კალენდარული დღის განმავლობაში ეროვნული ბანკის ცენტრალურ ოფისში", - აცხადებენ სებ-ში.




























