მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ოქტომბერში საბანკო კრედიტებმა ₾60 მილიარდს გადააჭარბა - სესხების ლარიზაცია გაიზარდა

ბანკები

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა (ბანკთაშორისი სესხების გარდა), 2024 წლის ოქტომბერში, წინა თვესთან შედარებით 692.03 მილიონი ლარით (1.17%-ით) გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, 1.36%-ით გაიზარდა) და ოქტომბრის ბოლოს 60.06 მილიარდი ლარი შეადგინა. ამავე პერიოდში ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 768.59 მლნ ლარით (2.31%-ით) გაიზარდა, ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 76.56 მლნ ლარით (0.29%-ით) შემცირდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, გაიზარდა 0.14%-ით).

2024 წლის ოქტომბრის ბოლოსათვის, მთლიანი სესხების ლარიზაციის კოეფიციენტმა 56.73% შეადგინა. წინა თვის ბოლო მდგომარეობასთან შედარებით, გაიზარდა 0.633 პროცენტული პუნქტით (გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, გაიზარდა 0.53 პროცენტული პუნქტით).

"რეზიდენტი იურიდიული პირებისათვის 2024 წლის ოქტომბრის ბოლოს, კომერციულ ბანკებს ეროვნული ვალუტით გაცემული ჰქონდათ 10.38 მილიარდი ლარის (წინა თვესთან შედარებით 3.53%-ით მეტი), ხოლო უცხოური ვალუტით 17.00 მილიარდი ლარის (წინა თვესთან შედარებით 0.06%-ით მეტი) მოცულობის სესხი (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, 0.46 %-ით მეტი).

2024 წლის ოქტომბრის განმავლობაში 1.25%-ით, ანუ 380.13 მილიონი ლარით გაიზარდა რეზიდენტი შინამეურნეობების სექტორის დაკრედიტების მოცულობა და ოქტომბრის ბოლოსათვის 30.85 მილიარდი ლარი შეადგინა", - ნათქვამია ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები