მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ფრონტერა ჯორჯიას“ 83 ყოფილ თანამშრომელს მთავრობა 1200-1200 ლარით დაეხმარება

607d65b563be0
თელარა გელანტია
19.04.21 15:13
1429
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, „ფრონტერა ისტერნს ჯორჯიას“ მიერ გათავისუფლებულ 83 თანამშრომელს ერთჯერადი 1200-ლარიანი (გადასახადების გარეშე) სოციალური დახმარება მიეცემა.

როგორც bm.ge-ს ეკონომიკის სამინისტროში განუცხადეს, კომპანიის 90 თანამშრომლიდან 83-ს მსგავსი დახმარება 2020 წელს ერთხელ უკვე გაეწია.

საქმე ისაა, რომ „ფრონტერა ჯორჯიას“ თანამშრომელთა გარკვეული ჯგუფისთვის სოციალური შემწეობის აღმოჩენის შესახებ გადაწყვეტილება რამდენიმე კვირის წინ მთავრობის სხდომაზე იქნა მიღებული.

ნათია თურნავას უწყების ინფორმაციით, 1200-ლარიანი სოციალური დახმარების ანაზღაურება სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ ბიუჯეტიდან უნდა მოხდეს.

„ამერიკული ნავთობკომპანია „ფრონტერა ისტერნ ჯორჯიამ“, რომელიც დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში ოპერირებს 1997 წლიდან, 2019 წლის 17 დეკემბერს გაათავისუფლა 83 თანამშრომელი. აღნიშნულ საკითხზე სარჩელი შეტანილია სიღნაღის რაიონულ სასამართლოში. არსებული მდგომარეობის შედეგად, დღემდე მიუღებელი 11 თვის ანაზღაურებისა და 8-თვიანი განაცდურის გამო გათავისუფლებული თანამშრომლების ოჯახები მძიმე ეკონომიკურ პირობებში აღმოჩნდნენ. მათი მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესდა COVID-19 ვირუსის პანდემიის პერიოდში. აქედან გამომდინარე, შემუშავდა საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი „ფრონტერა ისტერნ ჯორჯიას“ თანამშრომელთა გარკვეული ჯგუფისათვის სოციალური შემწეობის აღმოჩენისთვის“, - განუმარტეს bm.ge-ს ეკონომიკის სამინისტროში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები