მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"გამოისყიდოს ინვესტორისგან პორტის მოვლა-პატრონობის უფლება" - APM-ის პრეტენზიები მთავრობას

62625bcb22287
შოთა ტყეშელაშვილი
22.04.22 11:50
1239
ფოთის პორტის მფლობელი კომპანია APM Terminals-ი საზღვაო კოდექსში შესატან ცვლილებებს აპროტესტებს. კომპანიის კომერციული ურთიერთობების დირექტორმა ზვიად ჩხარტიშვილმა განაცხადა, რომ კანონის მიღების შემთხვევაში, APM ვეღარ შეძლებს პორტში შემომავალი ყველა გემისგან შესაბამისი საკომისიოს აკრეფას, რაც ფირმისთვის ფინანსურ დანაკარგებს წარმოშობს. ის ამბობს, რომ ამის პარალელურად, APM-ს რჩება ყველა ის ვალდებულება, რომელიც მან პორტის პრივატიზაციის დროს აიღო.

ზვიად ჩხარტიშვილის განცხადებით, თუკი სახელმწიფოს უნდა “სანავსადგურე ერთეულების” უფლებების გათანაბრება, მაშინ მან ჯერ APM-ისგან უნდა გამოისყიდოს ინვესტორისგან პორტის არხის და მოლოს მოვლა-პატრონობის უფლება.

"როდესაც განხორციელდა პორტის პრივატიზაცია, APM Terminals-ი შემოვიდა, როგორც არა უბრალოდ ოპერატორი, მან შეიძინა პორტი თავის დამხმარე ნაგებობებით და უძრავ-მოძრავი ქონებით. ეს არის დამცავი მოლი, რომელიც ტალღისგან და შტორმისგან იცავს პორტს. დამცავი მოლი ქმნის პორტის შიდა აკვატორიას, შესაბამისად, არხი წარმოიქმნა მოლის შედეგად.

APM-მა შეიძინა პორტი და სახელმწიფოს წინაშე აიღო პასუხისმგებლობა სანავსადურე სიღრმის დაღრმავებაზე, თავის მიწახაპია გემი "ნიკო ნიკოლაძეთი", რომელიც არის მისი საკუთრება.

მივიღეთ რა, რომ APM Terminals-ი არ არის მხოლოდ ოპერატორი, ის სრული მნიშვნელობით არის პორტის ადმინისტრაციაც და ოპერატორიც. ახლა სახელმწიფოს უნდა, რომ საკანონმდებლო ცვლილებებით წაართვას მას ადმინისტრაციის უფლება, მაგრამ არც ართმევს, ტოვებს მას ოპერატორად “სანავსადგურე ერთეულად”, რას ნიშნავს ეს ტერმინი? თუ გინდა, რომ ერთი ნავსადგური გაუთანაბრო მეორეს, მაშინ უნდა გამოისყიდო ინვესტორისგან მოვლა-პატრონობის პასუხისმგებლობა, რადგანაც ათეულობით მილიონი ჯდება მოლის შენახვა, ეს არის სტრუქტურა, რომელიც მუდმივად იღებს დარტყმას და მუდმივ განახლების პროცესში უნდა იყოს. 2011 წლიდან დღემდე 300 მილიონ ლარზე მეტი აქვს უკვე APM Terminals-ს დახარჯული განახლებაზე", - განაცხადა ზვიად ჩხარტიშვილმა.

APM Terminals-მა ფოთის პორტი 2011 წელს შეიძინა და მისი მთავარი ოპერატორი გახდა; პორტის ტერიტორიაზე ოპერირებს ქართული სატრანსპორტო ჯგუფი Pace-ი, რომელიც APM-ს ნამვისადგომით სარგებლობისთვის იჯარას უხდის. კომპანიამ 2022 წლის თებერვალში ახალი ტერმინალიც გახსნა, რის შედეგადაც მას კანონი ოფიციალურად ანიჭებს “სანავსადგურე ერთეულის” სტატუსს. 14 აპრილს “ქართული ოცნების” დეპუტატმა ეკა სეფაშვილმა BMG-ის განუცხადა, რომ ახალი კანონპროექტი სწორედ APM-სა და PACE-ს შორის უთანხმოების დასარეგულირებლად დაიწერა, თუმცა ამ კანონპოექტს ეწინააღმდეგება ფოთის პორტის ოპერატორი და მისი მიღების შემთხვევაში არც არბიტრაჟისთვის მიმართვას გამორიცხავს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები