მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"გავლენის აგენტების შესახებ" ორი კანონპროექტი ვენეციის კომისიას გადაეგზავნება - დეპუტატი

63fca37bc1362
ინგა მურუსიძე
27.02.23 16:40
844
"გავლენის აგენტების შესახებ" კანონის ორივე ვერსია, რომელიც “ხალხის ძალამ” პარლამენტში დაარეგისტრირა, ვენეციის კომისიას გადაეგზავნება. განცხადება კანონპროექტის ერთ-ერთმა ავტორმა და ინიციატორმა, ეკა სეფაშვილმა ბიუროს სხდომაზე გააჟღერა.

საქმე ის არის, რომ უკვე დღეისთვის პარლამენტში ინიცირებულია გავლენის აგენტების შესახებ ორი კანონპროექტი, ორივე “ხალხის ძალის” მიერ. როგორც ინიციატორები ირწმუნებიან, ერთი კანონი ქართული ვერსიაა, ხოლო მეორე ამერიკული. ეკა სეფაშვილის განმარტებით, საზოგადოება თავად მოისმენს და გადაწყვეტს, რომელი კანონია უფრო შესაბამისობაში ქართულთან.

“გამომდინარე იქიდან, რომ ამ კანონთან დაკავშირებით ხშირია სპეკულაციები და აზრთა სხვადასხვაობები, მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ვარიანტი, რომელიც ალტერნატიულად წარმოვადგინეთ, არის ამერიკული კანონის ზუსტი თარგმანი. Copy-paste-ით გადმოვიტანეთ და ვთარგმნეთ იმ მოტივით, რომ საზოგადოებამ თავად გადაწყვიტოს, შეადარდოს მუხლობრივად და დარწმუნდეს რაოდენ ჯობია თავდაპირველად ჩვენ მიერ წარმოდგენილი ვარიანტი. დამატებით, დღეს შევხვდით “ქართული ოცნების” უმრავლესობის ხელმძღვანელიბასთან. შევთანხმდით, რომ ორივე კანონს მივიღებთ პირველი მოსმენით, პრინციპების დონეზე და ორივე ვერსიას გადავუგზავნით ვენეციის კომისიას. მათი რეკომენდაციების შესაბამისად, ივნისის ბოლოს, ან ერთ ან მეორე ვარიანტს მივიღებთ”, - განაცხადა სეფაშვილმა.

რას გულისხმობს კანონპროექტი „უცხოური გავლენის აგენტებზე“? (პირველი ვერსია)


“დასაქმებულთა პირადი ნომრები პროკურატურას უნდა გადაეცეს”- გავლენის აგენტების ახალი კანონპროექტი
 (მეორე ვერსია)

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები