მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"გახსნის მიუხედავად, არც ქართველი და არც უცხოელი ტურისტები არ ჩქარობენ" – მერი ჩაჩანიძე

5ee3b42b62946
ნუცა ბაზლიძე
12.06.20 21:20
1437
„გამოიკვეთა, რომ გახსნის მიუხედავად, არც ქართველი და არც უცხოელი ტურისტები არ ჩქარობენ, რომ დასვენებასა და მოგზაურობაზე გადაწყვეტილება მიიღონ. დატვირთულობა თბილისსა და რეგიონებში ჯერ ისევ 10%-ზე ნაკლებია, როგორც ივნისში, ასევე ივლისში და ეს ყველაფერი იმისდა მიუხედავად, რომ სასტუმროებმა საკმაოდ დიდი ფასდაკლებები გამოაცხადეს, რიგ შემთხვევებში, შარშანდელ მონაცემებთან შედარებით, 40%-იანი ფასდაკლება“ - ამის შესახებ „თიბისი კაპიტალის“ მმართველმა დირექტორმა მერი ჩაჩანიძემ გადაცემა „საქმიანი დილის“ ეთერში „თიბისი კაპიტალის“ კვლევის მიმოხილვისას განაცხადა.

მისივე განმარტებით, აღნიშნული მონაცემები გულისხმობს მდგომარეობას, როცა სასტუმროებისთვის ოპერირება არ არის მომგებიანი.

რაც შეეხება გართობის ინდუსტრიას, კვლევის მიხედვით, შეინიშნება მხოლოდ მცირედ აღდგენა.

„თუ 2 კვირის წინ იყო -90% წლის იმავე პერიოდთან შედარებით, ახლა -80%-ზე ვსაუბრობთ“, - აღნიშნავს მერი ჩაჩანიძე.

ამასთან, გადაცემაში საუბრისას, „თიბისი კაპიტალის“ მმართველი დირექტორი აღნიშნავს, რომ პოზიტიური შედეგი დაფიქსირდა რესტორნების თვალსაზრისით, სადაც 2 კვირის წინ მონაცემი -70%-ს შეადგენდა, ახლა კი საუბარია -50%-ზე.

„ტრენდის კუთხით თუ შევხედავთ, საკმაოდ კარგი ზრდის მაჩვენებელია“, - განმარტავს მერი ჩაჩანიძე.

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღე დღის მთავარი სიახლეები