მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"გიდებისთვის და ტუროპერატორებისთვის შემუშავებული რეგულაციები მეტ კონკრეტიკას საჭიროებს"

5ee7a3532ce0c
ანუკა ჯოხაძე
15.06.20 20:40
794
“საქმიანი დილის” ეთერში გიდების საინიციატივო ჯგუფის ხელმძღვანელმა ალექსანდრე გიორგიძემ განაცხადა, რომ ის რეგულაციები, რომლებიც გიდებისთვის და ტურ ოპერატორებისთვის არის შემუშავებული უფრო მეტ კონკრეტიკას საჭიროებს, რადგან შიდა ტურიზმი უკვე გაიხსნა და ამ რეგულაციების ბუნდოვანების გამო ტურის განმავლობაში შესაძლოა არაერთი პრობლემის წინაშე აღმოჩნდნენ ტურების დამგეგმავები.

“რამდენიმე ისეთი რეგულაცია დარჩა, რომელიც აუცილებლად უნდა შეიცვალოს. შიდა ტურიზმში ჩვენ არ ვიცით ტრანსპორტით როგორ გადავაადგილდეთ. ვინმემ რომ იქირავოს სამარშუტო ტაქსი, მას გაცილებით მეტი პრობლემა ექმნება, ვიდრე გადაადგილდეს საქალაქთაშორისო ტრასნპორტით. ტურისტული ბიზნესი აღმოჩნდა დისკრიმინაციულ მდგომარეობაში, სხვა სატრანსპორტო საშუალებებთან შედარებით. ამაზე მივიღეთ პირობა, რომ შეიცვლება, მაგრამ არაფერი გაკეთებულა. დღეს გაიხსნა შიდა ტურიზმი, მაგრამ ვერ ვთლით რამდენ კაცს ჩავსვამთ.

ასევე მინდა აღვნიშნო ჯომარდობის თემა, 15 ივნისიდან ისინი ელოდებოდნენ, მაგრამ არ ვიცი, ვის მოუვიდა ეს აზრად, ჯომარდი, ადგნენ და გაატარეს სპორტში. 6 ივლისამდე ამ ადამიანებს, რა ჯავშნებიც ჰქონდათ, გადაუვადდათ.” -აცხადებს გიდების საინიციატივო ჯგუფის ხელმძღვანელი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები