მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"გლობალ ბენეფიტს ჯორჯია" საქართველოს რაგბის კავშირს აზღვევს

60be1e337c85d
BM.GE
07.06.21 17:24
608
რისკების მართვისა და სადაზღვევო კომპანია გლობალ ბენეფიტს ჯორჯია გახდა საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრებისა და კავშირის ოფიციალური მზღვეველი.

შეიქმნა საქართველოში უპრეცედენტო, უნიკალური სპორტული პაკეტი, რომელიც მოიცავს ეროვნული ნაკრების მორაგბეების მიერ მიღებული სპორტული ტრავმის 100% დაფარვას მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში. ეროვნული ნაკრების მორაგბეების მიერ მიღებული საერთაშორისო სამედიცინო მომსახურების ანაზღაურება მოხდება ფაქტიური ხარჯით.

ქართული სპორტის სადაზღვევო ისტორიაში ასეთი სრულფასოვანი დაზღვევა ამ ეტაპამდე არ არსებობდა. პოლისი ითვალისწინებს რაგბის სპეციფიკასა და თითოეული სპორტსმენის შეუფასებელ ღვაწლს, აქედან გამომდინარე შემუშავდა აღნიშნული პაკეტი.

„რთული და გრძელვადიანი პროცესის შემდეგ გლობალ ბენეფიტსს ჯორჯია შეირჩა საქართველოს რაგბის კავშირის ოფიციალურ მზღვეველად. ერთობლივად საკმაოდ უნიკალური პროდუქტი შევიმუშავეთ, რომელიც აქამდე არსებულ სადაზღვევო რისკებს ნაკლებად ფარავდა, ეს ეხება როგორც საქართველოში ასევე მსოფლიოს მასშტაბით მიღებულ სპორტულ ტრავმებს. დღეიდან ჩვენი რაგბისტების სადარაჯოზე ვდგებით“ - Global Benefits Georgia-ს სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ნინო კობახიძე

„ეს არის რადიკალურად ახალი ნაბიჯი ქართული რაგბის ისტორიაში სტრატეგიული პარტნიორის შერჩევისას. ეს გადაწყვეტილება მოიცავს არამარტო ეროვნულ ნაკრებს არამედ რაგბში ჩართლ ყველა სუბიექტს, დაწყებული მოთამაშეებიდან დამთავრებული კავშირის თანამშრომლებით. ეს პაკეტი მოიცავს ისეთ მომსახურებებს, რომლებიც ამდენი წლის მანძილძე არ იყო მოცული და რაც მთავარია სრულ კომფორტს შეუქმნის ადამიანებს, მათი ერთადერთი საზრუნავი იქნება გაახაროს ქართველი გულშემატკივარი“ საქართველოს რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტი ნიკოლოზ ალავიძე.

ამავდროულად თითოეულ დაზღვეულ მორაგბეს მოემსახურება მათ საჭიროებაზე მორგებული სამედიცინო განათლების მქონე პირადი მენეჯერი, რომელთა დახმარებით ნებისმიერ მომსახურებას მიიღებენ ოპერატიულად და მარტივად.


(NS)

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები