მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"გორმედი": საწოლების რაოდენობა არის, უბრალოდ, მიმართვიანობა ძალიან დიდია

5fcf82cc9c853
ინგა მურუსიძე
08.12.20 18:00
584
„გორმედის“ კლინიკურმა დირექტორმა ხათუნა შრუბმა, პრემიერ-მინისტრთან კლინიკების წარმომადგენლების შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ კლინიკები ძალიან მობილიზებული არიან და საწოლების რაოდენობა ნამდვილად საკმარისია.

მისი თქმით, მიმართვიანობა დიდია, თუმცა ადგილები თავისუფლდება ყოველდღიურად და ახალი პაციენტების მიღება ხდება.

„ვერ დავეთანხმები იმ მოსაზრებას, რომ საწოლების რაოდენობა არ არის ქვეყანაში. საწოლების რაოდენობა არის, უბრალოდ მიმართვიანობა იმდენად დიდია, რომ ფიზიკურად ვერანაირი სექტორი, და ვერც ერთი ქვეყნის ჯანდაცვა ამას ვერ გაუძლებდა.

ჩვენ, როგორც ქვეყანა ისე, კლინიკური სექტორები ძალიან მომზადებული შევხვდით პანდემიას, ამ ეტაპისთვის ჩემი კლინიკის მაგალითზე შემიძლია გითხრათ, რომ სრულად დატვირთულია საწოლფონდი, მაგრამ ეს არ ნიშნავს, იმას, რომ ადგილები არ თავისუფლდება ყოველდღიურად და არ შემოდის ახალი პაციენტები“, - აღნიშნა ხათუნა ხრუბმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები