სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა 2 მარტს საქართველოს პარლამენტთან მიმდინარე აქციის დროს შსს-ს ცალკეული თანამშრომლების მხრიდან აქციის ორი მონაწილის მიმართ სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტზე გამოძიება დაიწყო.
ამის შესახებ განცხადებას სპეციალური საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.
„სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, 2023 წლის 3 მარტს, გამოძიება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცალკეული თანამშრომლების მხრიდან, 2023 წლის 2 მარტს, ქ. თბილისში, საქართველოს პარლამენტის შენობის მიმდებარედ გამართული საპროტესტო აქციის მონაწილეების ბ.გ-ს და ნ.ნ-ს მიმართ განხორციელებული სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით შესაძლო გადამეტების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით დაიწყო.
სპეციალური საგამოძიებო სამსახური ატარებს ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებას ობიექტური გამოძიების უზრუნველსაყოფად”, - ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტთან საპროტესტო აქცია გუშინ გაიმართა. აქციის მონაწილეები "ხალხის ძალის" მიერ ინიცირებულ ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტს აპროტესტებდნენ.
ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტებს მხარი ორმა კომიტეტმა დაუჭირა




























