მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"გვაქვს გეგმა, საქართველო გახდეს პირველი ქვეყანა, რომელიც 2025 წლისთვის აივ/შიდსსა და C ჰეპატიტს ერთდროულად დაასრულებს"

6421c3a0e4fe8
BM.GE
27.03.23 20:20
537
"გვაქვს გეგმა საქართველო გახდეს პირველი ქვეყანა, რომელიც 2025 წლისთვის აივ/შიდსსა და C ჰეპატიტს ერთდროულად დაასრულებს", - ამის შესახებ
ზურაბ აზარაშვილმა, საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამის 10 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ღონისძიებაზე, ზურაბ აზარაშვილმა, მოწვეულ სტუმრებს, სამედიცინო დაწესებულებებში, მომსახურების დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფებით (DRG) დაფინანსების ახალ მოდელი და მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, დანერგილი რეფორმებიც გააცნო. ისაუბრა სამედიცინო სერვისის ხარისხისა და გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის გაზრდის მიმართულებით განხორციელებულ ცვლილებებზეც.

„ჯერ კიდევ, 2022 წლის თებერვალში, დიალიზის სერვისი ხელმისაწვდომი იყო მხოლოდ დიდ ქალაქებში. ამ პრობლემის გამო მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრებ მოქალაქეებს ხშირ შემთხვევაში საკუთარი სახლ-კარის დატოვება უწევდათ. დღეს, დიალიზის სერვისი, დამატებით ხელმისაწვდომია მესტიაში, ამბროლაურში, თიანეთში, ლანჩხუთსა და ყაზბეგში.

2023 წელს, ქვეყნის მასშტაბით დიალიზის სერვისი კიდევ 11 ლოკაციაზე დაინერგება“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.

ზურაბ აზარაშვილმა აღნიშნა, რომ ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამების შედეგად, ტუბერკულოზის ახალი შემთხვევების მაჩვენებელი 60%-ით შემცირდა, C ჰეპატიტის გავრცელება - 67%-ით. უწყების ხელმძღვანელის განმარტებით, აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა, რათა მიმდინარე წელს, C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამას B ჰეპატიტის კომპონენტი დაემატოს.

„ჩვენ გვაქვს გეგმა და უნიკალური შესაძლებლობა, რომ საქართველო გახდეს პირველი ქვეყანა, რომელიც 2025 წლისთვის ორ ძირითად ეპიდემიას - აივ შიდსსა და C ჰეპატიტს ერთდროულად დაასრულებს“, - აღნიშნულის შესახებ ზურაბ აზარაშვილმა განაცხადა.

კონფერენციაზე მინისტრმა, ჯანდაცვის სექტორში დასაქმებული პირებისთვის, ღირსეულ ანაზღაურებასა და სამუშაო პირობებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ სამედიცინო პერსონალისთვის შრომითი ანაზღაურების მინიმალური ზღვარი დაწესდა, რის შედეგადაც ხელფასის ზრდა 9000-მდე ექიმსა და 8000-ზე მეტ ექთანს შეეხო. „უნდა აღინიშნოს, რომ რეფორმის შემდეგი ეტაპი პაციენტის მოვლაში მონაწილე სხვა სამედიცინო პერსონალის - ექთნის დამხმარისა და სანიტრის მინიმალური სახელფასო ანაზღაურების დაწესებაა“, - განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის 10 წლისადმი მიძღვნილი ღონისძიების დასკვნით ნაწილში, პანელური დისკუსიები გაიმართა, სადაც საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამის განვითარების პერსპექტივები და სამომავლო გეგმები განიხილეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები