მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ონკოლოგიური მედიკამენტების შეძენაზე თავად მწარმოებლებთან ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს - მინისტრი

64663cbe2ffe4
BM.GE
18.05.23 20:20
579
ჯანდაცვის მინისტრის ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, ონკოლოგიური მედიკამენტების შემოტანაზე სამინისტრო პირდაპირ მოლაპარაკებებს მწარმოებლებთან აწარმოებს.

“მსხვილი დანახარჯები იყო ონკომედიკამენტებთან დაკავშირებით, სადაც იყო საფრთხე ფასების შეთანხმებაზე, როცა ერთ დღეს 4-5-მა კომპანიამ ერთი და იგივე ფასები დაგვიწესა. 2-3-ჯერ გაზრდილი ფასების გამო წლიური 25 ლარიანი ლიმიტი, რაც ონკოლოგიურ მედიკამენტებზე გვქონდა მალე ამოწურვადი გახდა.

ჩვენი უცხოელი ექსპერტების რეკომენდაციით, ძვირადღირებული ონკოლოგიური მედიკამენტებისთვის დავიწყეთ პირდაპირი კომუნიკაცია მწარმოებლებთან.

პირდაპირი მოლაპარაკებების საფუძველზე უკვე მომავალი თვიდან ამ კომპანიებთან კონტრაქტები გვექნება და ჩვენი გათვლებით სახელმწიფო 40%-50%-მდე დაზოგავს ონკოლოგიურ მედიკამენტზე. აქედან გამომდინარე, გვექნება შესაძლებლობა რომ ის 25 ათას ლარიანი ლიმიტი, რაც ამ ტიპის მედიკამენტებზე გვაქვს დაწესებული, საერთოდ გავაუქმოთ”,-აცხადებს აზარაშვილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები