მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"გვაქვს მიწოდების სიჭარბე" - ტიკარაძე ვაქცინაციის პუნქტებზე

611b6ae41afaf
თათია ჩაფიჩაძე
17.08.21 11:40
722
ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის შეფასებით, ქვეყანაში ვაქცინაციის პუნქტების სიჭარბეა და დღეისათვის მიწოდება მოთხოვნას აღემატება.

როგორც მინისტრმა საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ განაცხადა, თბილისში, ავლაბრის ტერიტორიაზე უახლოეს დღეებში კიდევ ერთი მასობრივი ვაქციანციის ცენტრი გაიხსნება სადაც დღიურად 1000-დან 1500-მდე პირის აცრა იქნება შესაძლებელი.

„უკვე გახსნილია არაერთი ვაქცინაციის პუნქტი, დღესდღეობით ჩვენ გვაქვს მიწოდების სიჭარბე და აქედან გამომდინარე არის მნიშვნელოვანი ყველა ჩვენი მოქალაქისთვის მოწოდება, რომ ისინი მივიდნენ ადგილზე და აიცრან. თბილისში კიდევ ემატება ერთი ლოკაცია, სადაც იქნება მასობრივი ვაქცინაცია. ეს არის ავლაბრის ტერიტორიაზე, ცოტა მოგვიანებით გახდება დეტალები ცნობილი, იქაც იქნება განთავსებული 10-ზე მეტი ბრიგადა და შესაბამისად გამტარობა იქნება 1000-დან 1500 პაციენტამდე დღეში“ - განაცხადა ტიკარაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები