მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"გვიჭირს, 21:00 საათზე სტუმარს თეფში ავაცალოთ და ნომერში ავაცილოთ" - "ადამო"

6092815669004
ინგა მურუსიძე
05.05.21 15:24
1055
სასტუმრო "ადამოს" გენერალური მენეჯერი მაია მახათაძე ამბობს, რომ "კომენდანტის საათის" დაწყების 1-2 საათით გადაწევა სასტუმრო-რესტორნებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. განცხადება მან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ნათია თურნავასთან შეხვედრის დაწყებამდე გააკეთა.

"არსებული სიტუაციის მიუხედავად ვმუშაობთ. სასტუმრო ღიაა როგორც ჩვენი მოქალაქეებისთვის, ისე ჩვენი ვიზიტორებისთვის. "კომენდანტის საათმა" და არსებულმა შეზღუდვებმა გამოიწვია ის, რომ სასტუმრო-რესტორნებისა და რესტორნების მუშაობა გათანაბრდა. მესმის, რომ ბიზნესები ერთნაირ პირობებში ჩაგვაყენეს, თუმცა მოგზაურობისას მოქალაქეებს დასვენება უნდათ და ჩარჩოებში მოქცევა ძალიან რთულია. გვიჭირს ავაცალოთ სტუმრებს თეფში და ვუთხრათ, რომ 21:00 საათის შემდეგ ნომერში უნდა ავიდნენ. ეს ძალიან გვიშლის ხელს. ის კმაყოფილება, რომელსაც მომსახურების სანაცვლოდ ვიღებთ სტუმრისგან, 21:00 საათის შემდეგ სრულიად წყალში გვეყრება. სექტორის დიდი თხოვნაა, რომ "კომენდანტის საათი" თუნდაც 1-2 საათით გადაიწიოს, რომ სტუმარმა ვახშამი დაასრულოს. ძალიან ვნერვიულობთ და განვიცდით, რომ უკვე ჩამოსული სტუმარი არ გაგვექცეს", - განაცხადა მაია მახათაძემ და დასძინა, რომ საკითხს დღევანდელ შეხვედრაზე დააყენებს.

რაც შეეხება ტურიზმის სექტორში ვაქცინაციის პროცესს, სასტუმროს მენეჯერი ამბობს, რომ ჯერ მთავრობის პოზიციას მოისმენს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები