მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"გვინდა ნიუ-იორკში მაღაზია გავხსნათ" - Wine Diamond-მა ნიუ-იორკში გამოფენაში მიიღო მონაწილეობა

635176c567cfc
მარიამ იზორია
20.10.22 20:50
661
ღვინის ქვის სამკაულების მწარმოებელ ბრენდს „WINE DIAMOND”-ს ნიუ-იორკში, კერძოდ, მანჰეტენზე გამოფენა-გაყიდვა ჰქონდა. როგორც ბრენდის დამფუძნებელი თამუნა აბულაძე BM.GE-სთან აღნიშნავს, გამოფენა-გაყიდვა სამომავლოდ ამერიკაში ექსპორტზე გასვლის მოლოდინებს აჩენს.

„გამოფენა-გაყიდვაზე ღვინის ქვის სამკაულმა, როგორც ქართველებში ასევე უცხოელებში, დიდი მოწონება დაიმსახურა. სამომავლოდ კალიფორნიაში ვიზიტთან დაკავშირებით გეგმები დაისახა. ამასთან, გამოფენამ ამერიკაში გაყიდვების გააქტიურების შესაძლებლობა გააჩინა.

ღვინის სამკაული სიახლეა, როცა ამ პროდუქტის შესახებ იგებდნენ უკვირდათ, როგორ კეთდებოდა ამ ნედლეულისგან ასეთი მყარი სამკაული. სასიხარულოა, რომ საქართველოსა და ქართული ღვინის შესახებ ინფორმაცია აქვთ.

ჩვენი მიზანი, „ღვინო-სამკაულში“ - ცალკე მიმართულებად ჩამოყალიბებაა. მიმართულებად, რომელსაც მიმდევრები ეყოლებათ,“ - ამბობს თამუნა აბულაძე.

“Wine Diamond“-ის დამფუძნებელმა bm.ge-სთან სტარტაპის გეგმებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ სამომავლოდ პარიზსა და ნიუ-იორკში ბრენდული მაღაზიის გახსნის სურვილი აქვთ.

„ახლა სამკაულებს მცირე მაღაზიებში, იაპონიაში, ნიუ-იორკში, საფრანგეთსა და ესტონეთში ვყიდით. ეს სამომავლო გეგმაა, რაც დიდ თანხებთან იქნება დაკავშირებული, თუმცა სურვილი გვაქვს ნიუ-იორკსა და პარიზში მაღაზიები გავხსნათ. ჩვენი ვიზიტებიც ამას ემსახურება“ - აღნიშნავს იგი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები