მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"გვიხარია, რომ ბიზნესებს ვხსნით, თუმცა, წესების მკაცრად დაცვას მოვითხოვთ" - თურნავა

601bb72859f03
ინგა მურუსიძე
04.02.21 13:33
483
ბიზნესებს წესების მკაცრად დაცვას მოვთხოვთ, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

თურნავა გამოეხმაურა მთავრობის გადაწყვეტილებებს, რომლის თანახმად, ჯერ 8, ხოლო მოგვიანებით 15 თებერვლიდან ბიზნესების ნაწილი იხსნება.

„ეს არ არის უპირობო გახსნა, ჩვენი კრიტერიუმები ნათელია - აუცილებელია წესების დაცვა. მე პირადად ძალიან მიხარია, რომ გახსნის კონკრეტული თარიღები შეგვიძლია ვუთხრათ ბიზნესებს, მაგრამ ძალიან მკაცრად მოვითხოვთ ყველა წესის დაცვას. პასუხისმგებლობები მკაცრდება, რაც ვფიქრობ, ძალიან სამართლიანია. ყველა პასუხისმგებლიანი ბიზნესი გაგებით მოეკიდება იმას, რომ ერთი მხრივ, ნაადრევად ვაძლევთ გახსნის და ფუნქციონირების საშუალებას, მეორე მხრივ, მკაცრად მოვთხოვთ წესების დაცვას და ეს შეეხება ყველას“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

რა შეზღუდვები იხსნება და რა რჩება ძალაში - მთავრობის გადაწყვეტილებები სრულად

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები