უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმერ ზელენსკიმ თავის მორგ ვიდეომიმართვაში მიტევების კვირაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ რუსეთის მიერ უკრაინის მიწაზე დატრიალებული უბედურების დავიწყება და მიტევება შეუძლებელია.
„დღეს მიტევების კვირაა - დღე, როდესაც ჩვენ ერთმანეთს, ადამიანებს და ღმერთს პატიებას ვთხოვთ, მაგრამ ალბათ დღეს, მგონი, ბევრს ეს დღე არც გახსენებია, არ გახსენებიათ აუცილებელი სიტყვები: შემინდე და აუცილებელი პასუხი: ღმერთმა შეგინდოს და მეც გპატიობ“.
მისი თქმით, ამ სიტყვებმა დღეს აზრი დაკარგა იმის გათვალისწინებით, რაც უკრაინამ გადაიტანა: ჩვენ არ ვაპატიებთ დანგრეულ სახლებს, რაკეტებს, რომელიც დღეს ჩვენმა საჰაერო თავდაცვამ ჩამოაგდო და კიდევ 500 ასეთ რაკეტას, რომლებიც ჩვენს მიწას მოხვდა. არ ვაპატიებთ უიარაღო მოსახლეობისთვის ცეცხლის გახსნას და ინფრასტრუქტურის დანგრევას.... და ღმერთიც არ შეუნდობთ, არც დღეს, არც ხვალ და არც არასდროს. მიტევების დღის ნაცვლად, განკითხვის დღე დადგება. მე ამის მჯერა“, - განაცხადა ზელენსკიმ.
მან თქვა, რომ რუსი დამპყრობლები ჰუმანიტარული დერეფნების შესახებ მიღწეულ შეთანხმებას არ ასრულებენ და მოქალაქეებს, რომლებიც გადარჩენას ცდილობენ, ცეცხლს უხსნიან.
„იმ სამი ქალაქიდან, სადაც რუსეთი და რუსი სამხედროები მოქალაქეების გამოყვანის შესაძლებლობაზე ყოველდღიურად ვსაუბრობდით. მადლობელი ვარ თითოეული უკრაინელის, რომ ვინც ალყაშიც აგრძელებს ჩვენი ქალაქების, ჩვენი თავისუფლების დაცვას. მე ასევე ვიცი, რომ არიან ადამიანებ, რომლებსაც გამოსვლა ნამდვილად სჭირდებათ და ჩვენ გვესმოდა დაპირება, რომ ჰუმანიტარული დერეფნები მოეწყობოდა. ისინი არ არსებობს! ჰუმანიტარული დერეფნების ნაცვლად, მათ მხოლოდ სისხლიანი დერეფნების მოწყობა შეუძლიათ“, - განაცხადა ზელენსკიმ.
მან აღნიშნა, რომ დღეს ირპენში რუსმა სამხედროებმა ერთი ოჯახი: მამა, დედა და ორი ბავშვი მოკლეს. „უბრალოდ გზაზე, როგორც ტირში, როდესაც ისინი გადასარჩენად, ქალაქიდან გამოსვლას ცდილობდნენ. მთელი ოჯახი! რამდენი ასეთი ოჯახი დაიღუპა უკრაინაში?!“ - აღნიშნა პრეზიდენტმა.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინელები არ დაივიწყებენ და არ აპატიებენ მათ, ვინც მათ მიწაზე ცხოველურად იქცეოდა.
„არ ვაპატიებთ! არ დავივიწყებთ! თითოეულს დავსჯით, ვინც ამ ომში ჩვენს მიწაზე ცხოველურად მოიქცა. თითოეულ არამზადას ვიპოვით, ვინც ჩვენს ქალაქებს, ჩვენს ხალხს ესვროდა, ვინც ჩვენს მიწას ბომბავდა და რაკეტებს უშვებდა, ბრძანებებს გასცემდა და ღილაკ „გაშვებას“ აწვებოდა - თქვენთვის დედამიწაზე მშვიდი ადგილი არ იარსებობს - მხოლოდ საფლავი იქნება ასეთი ადგილი“ - თქვა ზელენსკიმ.
გუშინდელ ვიდეო მიმართვაში უკრაინის პრეზიდენტმა 5 ქალაქს - ხარკოვს, ჩერნიგოვს, მარიუპოლს, გოსტომელს, ვალნოვახას და ხერსონს გმირი-ქალაქების საპატიო წოდებები მიანიჭა.




























