მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"იანვრის ბოლოს მზად იქნება ვაქცინაციის გეგმა" - თამარ გაბუნია

5fe5a5b86793b
ინგა მურუსიძე
25.12.20 12:44
560
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, იანვრის ბოლოს მზად იქნება გეგმა, თუ როგორ უნდა ჩატარდეს საქართველოში ვაქცინაცია.

მისი თქმით, დიდი ალბათობით ქვეყანაში გაზაფხულიდან ვაქცინაცია უნდა დაიწყოს. „ეს არის რეალისტური სცენარი“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

„რაც შეეხება ვაქცინაციას, პირველი მოთხოვნა იმისთვის, რომ ქვეყანამ ვაქცინა მოითხოვოს, არის ვაქცინის დანერგვის გეგმა, რაც უნდა ითვალისწინებდეს ყველა იმ ასპექტს, რაც არის ცივი ჯაჭვი, პერსონალი და ა.შ. მუშაობა მიდის და იანვრის ბოლოს დასრულდება გეგმის შემუშავება. პროცესში ჩართულნი არიან როგორც აზიის განვითარების ბანკი, ისე ექსპერტთა ჯგუფი საქართველოდან და რა თქმა უნდა, პირობებს შევასრულებთ.

რაც შეეხება ცივ ჯაჭვს, საქართველოს უკვე შეუძლია მიიღოს და დაიწყოს ვაქცინაცია იმ სამი ვაქცინით, რომელიც დღეს არის დაწინაურებული. საუბარია „ასტრაზენეკაზე“, რომელსაც სჭირდება 2-8 გრადუსის ცივი ჯაჭვი. მისი მიღება შეგვიძლია კოვაქს-პლატფორმით, ასევე კომპანიებთან ორმხრივი მოლაპარაკებების გზით და უკვე კონკრეტული წინადადებები იკვეთება. ასევე არის ფაიზერის ოფცია, რომელიც -70 გრადუსს საჭიროებს და „მოდერნას“ ვაქცინა, რომელსაც -20 გრადუსი სჭირდება. რამდენიმე მაცივარი აღნიშნული ცივი ჯაჭვისთვის ქვეყანაში არის“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები