მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ინვესტორებთან თუ პირდაპირ არ მიხვედი, ისინი თავისით არ მოვლენ" - ვასილ რევიშვილი

616087b7e7a84
თამთა ჯიჯავაძე
09.10.21 00:00
874
ყველაზე დიდი შეცდომა იყო საინვესტიციო სააგენტოს გაუქმება, რომელიც სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ექსპორტის დეპარტამენტს გადააბარეს, - ამის შესახებ გადაცემა „ანალიტიკას“ ეთერში ფინანსისტმა ვასილ რევიშვილმა ისაუბრა.

მისი თქმით, ინვესტორებთან თუ პირდაპირ არ მიხვედი, ისინი თავისით არ მოვლენ.

„ინვესტორი მოჰყვება სწრაფ ეკონომიკურ ზრდას. ერთადერთი არჩევანი გვაქვს, პირდაპირ მათთან საუბარი“, - აღნიშნა რევიშვილმა.

როგორც ფინანსისტმა განაცხადა, ქვეყანაში უცხოური ინვესტიციები ალბათ ყველაზე დაბალ ნიშნულზეა, - „თუ შევხედავ რა სექტორებშია ინვესტიციები, ვნახავთ რომ, ძირითადად ეს არის ფინანსური დარგი. ამ დარგში კი, მოგება, რომელსაც ბანკები წერენ და რომლებიც დარეგისტრირებულები არიან ინგლისში, რეალური ინვესტიცია არ არის. ამიტომაც ინვესტიციების ის დაბალი ნიშნულიც, რაც გვაქვს, უნდა გავყოთ“, - განაცხადა რევიშვილმა.

ცნობისთვის, საქსტატის მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2020 წელს 616.9 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 52.9%-ით ნაკლები იყო 2019 წლის დაზუსტებულ მონაცემებზე. ასეთი მცირე მოცულობის ინვესტიციები საქართველოს 2008-2009 წლებშიც კი არ ჰქონია, როდესაც ქვეყანაში ომის შემდგომი პერიოდი იყო. ოფიციალური მონაცემებით, 2020 წელს FDI 15-წლიან მიმუმამდე შემცირდა.

რაც შეეხება 2021 წელს, საქსტატის ცნობით, მიმდინარე წლის პირველ ნახევარში საქართველოში $366.4 მილიონის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია შემოვიდა, რაც წინა წელთან შედარებით 11%-ით ნაკლებია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები